FM97.5 / LIVE

2015 წელს ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა [ინფოგრაფიკა]

მთავარისაზოგადოება 13.05.2016
2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა, სადაც 5 106 პირი მონაწილეობდა.

2015 წელს ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა [ინფოგრაფიკა]

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, კი 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, ხოლო 12 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე.

ეს არის მონაცემები, რომელიც ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშია მოყვანილი. სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებს და მედიას სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ანგარიში დღეს წარუდგინა.

„ძალიან მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით არსებული რეალობა, განსაკუთრებულ შეშფოთებას ქალთა მკვლელობების შემთხვევები იწვევს“, – აცხადებს ნანუაშვილი.

ანგარიშის თანახმად, ოჯახში ძალადობის შესახებ რეგიონებში დაბალი მიმართვიანობაა. განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის რეგიონებში.



ამავე ანგარიშის მიხედვით, ასევე საგანგაშოა მდგომარეობა ადრეულ ასაკში ქორწინების თვალსაზრისით. 2015 წელს დარეგსტრირდა 1449 არასრულწლოვანი მშობელი და 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება. ოჯახის შექმნის მიზეზითკი 2015 წელს სწავლა 13–დან 17 წლამდე ასაკის 408 მოსწავლემ შეწყვიტა.

ამ ანგარიშის თანახმად, საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლით 145 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა;

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა [ინფოგრაფიკა]
სახალხო დამცველი: მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა
ომბუდსმენი: ქალების პოლიტიკაში ჩართულობა კვლავ გამოწვევად რჩება
შსს: 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა
ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველის აპარატი  განახორციელებს
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან