FM97.5 / LIVE

ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.12.2018
ახალციხეში პირველი აღმოსავლური ტიპის აბანოები რაბათში XVII-XVIII საუკუნეებში აშენდა. ქალაქის სამხრეთ ნაწილის განაშენიანების, 1829 წლის შემდეგ კი აბანოები ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზეც ჩნდება.

ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია [Photo]
ფოტო: მოგვაწოდა მარინა მერაბიშვილმა. აბანო ახალციხეში. მე–19 საუკუნის ბოლო მე–20 საუკუნის დასაწყისი


მე–17–მე–19 საუკუნეებში აღმოსავლური სტილით ნაშენები ქალისა და კაცის აბანოები ყველაზე უკეთ შემორჩენილი რაბათის დასახლებაშია. აბანო ხუთ საბანაო დარბაზს აერთიანებს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი ამბობს, რომ ამ აბანოს შესახებ მწირი ცნობებია შემორჩენილი და ძეგლი არქეოლოგიურადაც შეუსწავლელია.

2016 წელს ეს აბანოები დაასუფთავეს და ამავე წელს მათი რესტავრაციაც იგეგმებოდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა.

„პროექტის შედგენას წლები დასჭირდა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად რესტავრაციის პროექტი უკვე დავასრულეთ და უახლოეს მომავალში სამუშაოებიც დაიწყება“, – გვითხრა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია [Photo]
აბანო რაბათში


ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის რეზო ანდღულაძის თქმით, ახალციხეში ქალაქის განაშენიანების შემდეგ 12 აბანო ფუნქციონირებდა, თუმცა მათი უმრავლესობა ამ დროისთვის სრულად განადგურდა, ნაწილი კი ნანგრევების სახით შემორჩა.

„ფოცხოვის გამოღმა ორციხეს შუა იყო აბანო, რომელსაც „სოლოღას აბანოს“ უწოდებდნენ, კოსტავას 77–ის უკან კი „დავიდოვების აბანო“ იყო. თაბუკაშვილის, ციხისძირის, იაძის და შალვა ახალციხელის ქუჩებზეც აბანოები იყო, „დომბიტას“ რომ ეძახიან, მაგ შენობის ადგილზე იყო ორი, ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ–ცალკე აბანოები“, – გვიყვება ანდღულაძე.

ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია [Photo]
აბანო თაყაიშვილის ქუჩაზე


ერთ–ერთი აღმოსავლური ტიპის გუმბათოვანი აბანო, რომელიც სავარაუდოდ მე–19 საუკუნეშია აგებული, თაყაიშვილის ქუჩის ბოლოში მდებარეობს. შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს. შენობა „საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაშია: „ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა სავარაუდოდ 2011 წლიდან ჩვენს საკუთრებაშია, არაფერში არ ვიყენებთ, უბრალოდ დახურული გვაქვს და ვუვლით,“ – ამბობს საქართველოს მელიორაციის სამცხე–ჯავახეთის სერვისცენტრის უფროსი გიორგი ჭანკოტაძე.

ინჟინერ–მიწათმშენებელი გივი ბუცხრიკიძე ახალციხეში აბანოების სიმრავლეს ქალაქის წალუხვობით ხსნის: „შუაკარავია მთა და იქიდან ჩამოდიოდა წყალი ქალაქში, ჟილბუხარის წყალს ეძახდნენ, ასევე, მოდიოდა მარდის წყალიც, სავარაუდოდ, აბანოების მოსაწყობად ეს წყლები ხელსაყრელი იყო“.

გიორგი ნათენაძე, რომელიც წლებია სამცხე–ჯავახეთში ღვინის ტურიზმითაა დაკავებული, ფიქრობს, რომ ისტორიული აბანოების აღდგენა, ქალაქის ტურისტული პოტენციალისთვის მნიშვნელოვანია: „ახალციხეს აქვს იმის პოტენციალი, რომ როგორც ძველი თბილისი, აბანოთუბანი და ლესელიძეა თბილისში, ისე მოეწყოს ამ ქალაქის გარკვეული უბნები, თავის ძველი ჩაი–ხანებითა და უნიკალური ისტორიული სიძველით. ეს ქალაქს ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის“.

ახალციხის მერიაში შეკითხვაზე, იგეგმება თუ რა ქალაქში ისტორიული აბანოების აღდგენა, გვპასხობენ: „ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას ვიკვლევთ, აბანოებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა მსგავსი შენობები უნდა შევისწავლოთ. დავალება გვაქვს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მსგავსი შენობები აღვრიცხოთ, რის შემდეგაც შესაძლოა მათ ძეგლის სტატუსიც მიენიჭოს“.

ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია [Photo]
აბანო რაბათში


წარსულში აბანოების სიმრავლით გამორჩეულ ქალაქში, აბანოს მთელი რიგი რიტუალები, მექისის ინსტიტუტი და სხვა წეს–ჩვეულებები არსებობდა, თუმცა ამჟამად ქალაქის ისტორიის ეს ნაწილი მივიწყებულია.

ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია [Photo]
ფოტო: მოგვაწოდა მარინა მერაბიშვილმა. ახალციხე. მე–20 საუკუნის 50–იანი წლები


[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]
შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა
‘რაბათში აღმოჩენილი აბანოები არ დაუზიანებიათ’ – მერიის ძეგლთა დაცვის სამსახური
შავაძეები და ძეგლთა დაცვა ისტორიული აბანოების ერთობლივ მოვლა–პატრონობაზე შეთანხმდებიან
'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა
‘ისტორიულ აბანოებთან დაკავშირებით მესაკუთრესთან ხელშეკრულება გაფორმდება’ – ძეგლთა დაცვა
რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მოიწვევენ