FM97.5 / LIVE

'უნიჭო ბავშვი არ არსებობს' – მზევინარ მჟავანაძე წარმატებული მასწავლებელი ახალციხიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 05.10.2018
მზევინარ მჟავანაძე 30 წელია ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელია. იგი პირველია, ვინც სამცხე–ჯავახეთში "წამყვანი მასწავლებლის" სტატუსი მიიღო. სწავლების თავისებური მეთოდები აქვს და ამბობს, რომ პედაგოგი ყველაზე წარმატებული მაშინ არის, როცა მოსწავლეებისგან სიყვარულს იღებს.

'უნიჭო ბავშვი არ არსებობს' – მზევინარ მჟავანაძე წარმატებული მასწავლებელი ახალციხიდან

"ვცდილობ, ბავშვებთან გულწრფელი ვიყო. ამ ხერხით ისინიც გულწრფელები არიან ჩემთან და სწავლის პროცესში ერთმანეთთან მეგობრობას ვახერხებთ. ამ საქმეში, ეს მნიშვნელოვანია" – 56 წლის მზევინარ მჟავანაძე, 27 წლის ასაკიდან, ახალციხის პირველ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

"მასწავლებელი რომელიც მხოლოდ საკლასო წიგნში დაწერილით ურთიერთობს მოსწავლეებთან, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელი არაა. მასწავლებელს, პირველ რიგში, ბავშვი უნდა უყვარდეს და ყველაზე მეტად მაშინ ესმოდეს, როდესაც მოსწავლეს უჭირს. თუ ეს შეუძლია, ესეიგი ის მასწავლებელია".

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მისი პროფესია დაუფასებელია: "არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ საზოგადოების მხრიდანაც. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი პროფესია ნაკლებად მოთხოვნადია, ამიტომ ნაკლებ განათლებულები მოდიან როგორც მე ვამჩნევ, ჩვენი პროფესია კვდება, ამაში ლომის წვლილი სახელმწიფოს აქვს, რომელიც ჩანს რაღაცას აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის".

მზევინარ მჟავანაძემ რამდენიმე თაობა გაზარდა. ამბობს, რომ ახალგაზრდებს მრავალფეროვანი ინტერესი აქვთ: "თაობათა შორის ყოველთვის არის განსხვავება. მათაც კი, რომლებიც არ არიან წარმატებული კონკრეტულ საგანში, აქვთ ძალიან ღრმა, სხვადასხვა ტიპის ინტერესები, რასაც დაფასება სჭირდება. თუ ბავშვის პიროვნებას პატივს არ სცემ, თუ ისე არ ექცევი როგორც მომავალს, მაშინ ვერ ასწავლი".



მზია ღონღაძე პირველი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კი მზევინარ მჟავანაძეა: "მიხარია მის გაკვეთილზე შესვლა, რადგან მასთან ერთად იმაზე მეტს ვიგებთ, ვიდრე წიგნში წერია და რაც მთავარია, ამას საინტერესოდ აკეთებს".

მოსწავლეები თვლიან, რომ მასწავლებელი მათ აზრს ყოველთვის ითვალისწინებს და პატივს სცემს.

"ზოგადად, მასწავლებელში მომწონს ის, რომ ცოდნის მოცემის გარდა მეგობრულია და ხელოვნური ბარიერები მასთან ურთიერთობაში გამქრალია. ლიტერატურა ისეთი რამ არის, რომ არ არსებობს ზუსტი პასუხი, შეიძლება ერთი მწერალი და მისი ნაწარმოები მასწავლებელს სხვანაირად ესმოდეს და მოსწავლეს სხვანაირად. საბედნიეროდ, მზევინარ მასწავლებელი ამას ხვდება და იცის, როგორ უნდა გვესაუბროს ლიტერატურასა და სამყაროზე", – ამბობს მზევინარის კიდევ ერთი მოსწავლე, გიორგი ნადირაძე.

'უნიჭო ბავშვი არ არსებობს' – მზევინარ მჟავანაძე წარმატებული მასწავლებელი ახალციხიდანმჟავანაძის თქმით, სასწავლო პრაქტიკაში მნიშვნელოვან აქცენტს კლასგარეშე ლიტერატურაზე აკეთებს: "ჩემს მოსწავლეებს კლასის გარეთ საკითხავი ლიტერატურა ყოველთვის აქვთ. მათ ვერც ქართულ ლიტერატურას და ვერც ზოგადად ლიტერატურას ვერ ვასწავლი, მე შემიძლია მხოლოდ მივცე უნარ–ჩვევა, თუ როგორ იკითხონ, დანარჩენი დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ და სწორედ იმისთვის ვამზადებ, რომ ჩემს გარეშე ესმოდეთ ლიტერატურა".

მასწავლებლის საერთაშორისო დღე 1994 წლის 5 ოქტომბრიდან 100–ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. 1966 წლის 5 ოქტომბერს პირველი საერთაშორისო დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები.

'უნიჭო ბავშვი არ არსებობს' – მზევინარ მჟავანაძე წარმატებული მასწავლებელი ახალციხიდან

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხური: მზევინარ მჟავანაძე მენტორი მასწავლებელი ახალციხიდან [აუდიო]
შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან
ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან
კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა
საფეხური: წარმატებული მასწავლებელი წაღვერის სკოლიდან [Audio]
გალინა - ქართულის მასწავლებელი
რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება