FM97.5 / LIVE

პასიური საზოგადოება და დაუცველი ბავშვები

მთავარისაზოგადოება 01.06.2012
ბავშვებზე ძალადობის გაუხმაურებელი ფაქტები და პრობლემა, რომელზეც ღიად დღემდე არ საუბრობენ.

პასიური საზოგადოება და დაუცველი ბავშვები

ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, გოგონა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავიდან, ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლაში (ყოფილი სკოლა-პანსიონი) იზრდებოდა.

ერთხელ, დასვენების დღეების შემდეგ შინიდან დაბრუნებულს ტანზე სილურჯეები შეამჩნიეს. გოგონა სკოლის დირექტორს “გაენდო” და მოუყვა, რომ მის ოჯახში ასეთი რამ ხშირად ხდებოდა.

- “გოგონას შემთხვევის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში განვაცხადეთ. გოგონამ თავადაც აღიარა, რომ დედა ხშირად სცემდა”, - ამბობს მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კარკაძე.

შემთხვევაზე მუშაობა სოციალური მომსახურების სააგენტომ დაიწყო. გოგონას დედას დედობის უფლება ჩამოერთვა და ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.

მეშვიდე სკოლის დირექტორი კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს.

- “დედა შვილს სკოლაში არ უშვებდა, ბავშვი რამდენჯერმე გამოიქცა კიდეც. ბოლოს მამამ მაინც მოგვიყვანა. ბიჭს ტანზე ძაღლის მრავლობითი ნაკბენი აღმოაჩნდა. მაშინვე საავადმყოფოში წავიყვანეთ და საჭირო აცრები ჩავუტარეთ. იყო თუ არა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი, ვერ გეტყვით. ეს ფაქტი კვლევის პროცესშია”, - ამბობს ლალი კარკაძე.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვებზე ძალადობა საქართველოში ჯერ კიდევ დახურული თემაა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ძალადობის შემთხვევებს საზოგადოება ხშირად არაერთგვაროვნად აფასებს: “ბევრს შეგნებული არ აქვს თუნდაც რას ნიშნავს არასრულწლოვნებზე ძალადობა”.

მათივე თქმთ, საზოგადოების მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას ხშირად ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.

2010 წლის მაისში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლების მინისტრის მიერ შემუშავებული ბრძანების თანახმად, ბავშვზე ძალადობის დაფიქსირების შემთხვევაში, როგორც სოციალური მომსახურეობის სააგენტო, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულება და პოლიცია ვალდებულია მომხდარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება.

რამდენიმე წელია სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვზე ზრუნვის პროგრამას ახორციელებს. პროგამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრს მივაკითხეთ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ინფორმაციის გავრცელება არ ისურვეს. შესაბამისად, მათგან ვერც ძალადობის სტატისტიკა მოვიპოვეთ.

2011 წელს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 თავით გათვალისწინებული ათი ადმინისტრაციული საქმე განიხილა, რომელიც ოჯახურ ძალადობს ეხებოდა. კონკრეტულად ბავშვებზე ძალადობას არცერთი საქმე არ ეხებოდა. აღნიშნული კატეგორიის საქმე სასამართლოს ჯერ არც წელს ჰქონია.

ფსიქოლოგ გულიკო ბექაურის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ოჯახში არსებული პრობლემა თავად ოჯახის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ.

- “ბოლო პერიოდის მაგალითებმა დაგვანახა, რომ საზოგადოების გულგრილობამ და მეზობლის არასწორმა დამოკიდებულებამ ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანა. დროა საზოგადოება გააქტიურდეს და ყველა სისიტემაში ჩართული იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმები”, - ამბობს ფსიქოლოგი და აქვე ამატებს, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ხშირად თავადაც მოძალადეები ხდებიან, - “ბევრი თეორია ამტკიცებს ამას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც ბავშვი იზრდება. თუ ძალადობას ბავშვის სუსტი ფსიქიკაც დაემთხვა, ამ შემთხვევაში ისინი 5-10-ჯერ მეტად აგრესიულები ხდებიან”.

ბექაური ამბობს, რომ ბავშვთა მიმართ ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და შედეგად ხშირად ვიღებთ მათ სიკვდილს სკოლამდელ ასაკში, მომავლის შიშს, კონფლიქტებს, აგრესიულობას, უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ სასკოლო უნარები.

ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დარღვევები, ხშირად სახლიდანაც გარბიან, ეძალებიან ალკოჰოლს და ხდებიან ნარკოტიკების მომხმარებლები, ექცევიან კრიმინალური სამყაროს გარემოცვაში.

ორგანიზაცია, რომელიც ბავშვთა უფლებებზე მუშაობს, რეგიონში არ არსებობს. ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები კი ნამდვილად ხდება. ამიტომ, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების მიღება, როგორც სახელმწიფოს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების გააქტიურება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დღეს ახალციხეშიც აღნიშნეს, მცირე ღონისძიებით, ბავშვთა უფლებები არავის გახსენებია.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
როგორ რეაგირებენ ბავშვის მიმართ ძალადობაზე ახალციხეში [Video]
კვირის აქცენტი: რა ფორმით ირღვევა ყველაზე ხშირად ბავშვთა უფლებები [Video]
ბავშვთა უფლებების დარღვევის ტენდენციები რეგიონში
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ახალქალაქელი მოსწავლეები გაეცნენ
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სკოლების ადმინისტრაციები გადაამზადეს
ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას სტუდენტები შეუერთდნენ