FM97.5 / LIVE

ბავშვთა უფლებების დარღვევის ტენდენციები რეგიონში

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2016
ბავშვთა სიღარიბე, ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ძალადობა, ჩაკეტილობა და გამოუსწორებელი დანაშაულები – რა მიმართულებით ირღვევა რეგიონში ბავშვთა უფლებები.

ბავშვთა უფლებების დარღვევის ტენდენციები რეგიონში

ბავშვთა უფლებების დარღვევის მთავარი მიზეზი, როგორც მთელს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთშიც სოციალური ფონია. მოზარდების 50 პროცენტზე მეტს, უკიდურეს გაჭირვებაში რომ უხდება ცხოვრება, რის გამოც არა მხოლოდ განათლების უფლება, არამედ ჯანდაცვასა და სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდება, ეს კვლევით დადასტურდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision- საქართველომ“, რეგიონში, 18 სამიზნე სოფელში, ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები ოთხი მიმართულებით შეისწავლა: უკიდურესი სიღარიბე, დისკრიმინაცია, ძალადობა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების გამო შეცვლილი მდგომარეობა.

„უკიდურესი სიღარიბის შემდეგ, მაღალი მაჩვენებელი ძალადობაზე მოდის, ეს არის როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური. ამას მოჰყვება დისკრიმინაცია, ბავშვის უგულებელყოფა. ბოლოს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბუნებრივი კატასტროფების გამო დარღვეულ უფლებებზე მოდის“, – ამბობს „world vision- საქართველოს“ – სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძე.

მისი თქმით, ამ პრობლემებთან ბრძოლისას მთავარი სირთულე საზოგადოების ჩაკეტილობაა. ცნობიერების დაბალი დონის გამო, მათ ბავშვზე ძალადობის ფაქტის, ან მისი უფლებების დარღვევის გამჟღავნება და არც ამ პრობლემების მოგვარებაში შესაბამისი პირების ჩართვა სურთ.

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მსგავს ფაქტებზე შეტყობინებები სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში იშვიათად შედის. თუმცა, ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგი მდგომარეობა სკოლებშია, ოღონდ მხოლოდ ქალაქის. როგორც უწყებაში ამბობენ, სოფლის სკოლებში ჯერ ისევ ისეთი ჩაკეტილები არიან, როგორც ეს წლების წინ იყო.

ბავშვები სკოლებში

„კანონი ავალდებულებს ნებისმიერ ორგანიზაციასა და მის წარმომადგენლებს, რომლებსაც ბავშვებთან აქვთ შეხება, ასეთი ფაქტების შესახებ შეგვატყობინონ. ხშირად ქალაქის სკოლებიდან ინფორმაციას მანდატურები გვაწვდიან“, – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის იურისტი ნინო მაღრაძე.

თუმცა, ერთ–ერთი ბოლო ფაქტი, რომლის მოგვარებაშიც სოციალური სამსახური ჩაერთო, სოფლის სკოლაში გამოვლინდა. აქ ბავშვის უფლებები, როგორც თანატოლების, ასევე, მასწავლებლების მხრიდანაც დაირღვა.

„ბავშვს დაავადება ჰქონდა, ოღონდ სამედიცინო დოკუმენტით დასტურდებოდა, რომ ის არ იყო გადამდები. მიუხედავად ამისა, დაიწყეს ამ დოკუმენტის გადამოწმება, ბავშვი გახდა დაცინვის ობიექტი და გაუშვეს კიდეც გაკვეთილებიდან“, – ამბობს მაღრაძე.

მისი თქმით, ქალაქის სკოლებთან შედარებთ სოფლის სკოლებში პედაგოგები ნაკლებად ობიექტურები არიან: „ეს ალბათ იმის გამო ხდება, რომ აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ამავე სკოლაში პედაგოგების შვილებიც დადიან. ამის გარდა, უფლებების დარღვევის მაგალითები იყო სხვა, ქალაქის სკოლებშიც. ერთ–ერთი ასეთი, ფიზიკური შეურაცხყოფის გახმაურებული ფაქტიც გვქონდა“.

სკოლებში ბავშვთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით ბულინგის ფაქტებს გამოყოფენ „world vision- საქართველოში“: „ხშირად ბავშვები ერთმანეთის უფლებებს არღვევენ, ერთმანეთს ჩაგრავენ და ამის მთავარი განმაპირობებელი ისევ ეკონომიკური მდგომარეობაა: მაგალთად დასცინიან, რომ რაღაცა ისე არ აცვია. ჩვენ გვაქვს სასკოლო კლუბები და როგორც კი მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია შემოდის, ვიწყებთ მის წინააღმდეგ კამპანიას“.

ბავშვები ბაღებში

სკოლებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღებში ბავშვთა უფლებების დარღვევის შესახებ როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინფორმაცია არ აქვთ. ლომიძე მიიჩნევს, რომ აქ სკოლებთან შედარებით ბავშვთა უფლებები ნაკლებად ირღვევა და იმიტომ.

„მიზეზი შიეძლება ისიც არის, რომ 10 საბავშვო ბაღში პედაგოგები გადავამზადეთ, ამ მიმართულებით ბაღების გაერთიანებებთანაც ვთანამშრომლობთ და მათ მუშაობის საბჭოურ მეთოდებს ვუცვლით“, – ამბობს ლომიძე.

ბაღიდან ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ სოციალურ სააგენტოს მხოლოდ ერთი შემთხვევა ჰქონდა. მაშინ უწყებას მომხდარის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ შეატყობინა.

„ბაღებიდან სხვა ინფორმაცი არ გვაქვს. თუ ხდება აქ დარღვევები, ბავშვების ასაკიდან გამომდინარე, პატივისა და ღირსების შემლახავ დამოკიდებულებაზე პრობლემები ნაკლებად იქნება. ალბათ უფრო ფიზიკური ძალადობის შემთხვევებთან გვექნება საქმე“, – ამბობს ნინო მაღრაძე.

ბავშვები ოჯახებში

კიდევ უფრო ჩაკეტილი სივრცე ბავშვთა უფლებების დასაცავად ოჯახებია. სწორედ ოჯახებია ის სივრცე, სადაც ყველაზე ხშირად მოზარდების უფლებები ირღვევა. მიზეზი კი ისაა, რომ მშობლებს მათი ჩაგვრა ნორმად მიაჩნიათ.

„ჰგონიათ, თუ სცემენ, ეს ისევ ბავშვებისთვის და მათი უკეთესი მომავლისთვისაა კარგი. ასევე, თუ მოზარდი იმ დღეს მინდორში სჭირდებათ, სკოლას აცდენინებენ და ვერ აცნობიერებენ, რომ ამან შეიძლება მოზარდის ჯანმრთელობაზეც იქონიოს გავლენა, რომ აღარაფერი ვთქვათ განათლების უფლების შეზღუდვაზე“, – ამბობს ნინო ლომიძე.

ბავშვს თუ არ აჭმევს, არ ურეცხავს და ამის პარალელურად მას სჯის კიდეც, ეს რომ რიგ ოჯახებში ჩვეულებრივი მოვლენაა, ამაზე სოციალური მომსახურების სააგენტოშიც საუბრობენ.

„ოჯახიდან ჩვენამდე ინფრომაცია არ შემოდის. ამის შესახებ world vision – დან გვატყობინებენ ხოლმე“, – აცხადებენ სოციალურ სააგენტოში და ამატებენ, რომ ხშირად ბავშვების უფლებების დასაცავად ოჯახის წევრების მხრიდან სირთულეებს აწყდებიან, – „ყოფილა შემთხვევა, რომ მივსულვართ ოჯახში, პრევენციული ღონისძიება შეგვითავაზებია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იქიდან გამოვუყრივართ“.

თუმცა, თუ ოჯახში გამოიკვეთა მდგომარეობა, რომ ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, სოციალურ მუშაკებს, ძალით იქნება თუ ნებით, მოზარდი უსაფრთხო გარემოში გადაჰყავთ. ამ დროსითვის ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ 31 ბავშვია, რეგიონის მასშტაბით კი მათი რაოდენობა 70–მდე აღწევს.

როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევის მთავარი მიზეზი ცნობიერების დაბალი დონეა და ამ მიმართულებით ყველა უწყებამ უნდა იმუშაოს.

„ბავშვზე განხორციელებული ნებისმიერი ფორმის ძალადობა, მომავალში რა ფორმთ იჩენს თავს, არავინ იცის, ამიტომ ამის დაფარვა დაუშვებელია, ამაზე ყველამ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ“, – ამბობს ნინო ლომიძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: რა ფორმით ირღვევა ყველაზე ხშირად ბავშვთა უფლებები [Video]
რა ფორმით ერთვებიან თვითმმართველობები ბავშვების უფლებების დაცვაში
ახალციხეში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება
ბავშვთა უფლებების დაცვის დღე ადიგენში
World Vision: ახალციხისა და ადიგენის სოფლებში ბავშვთა შრომის მაჩვენებელი მაღალია
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა
პასიური საზოგადოება და დაუცველი ბავშვები