FM97.5 / LIVE

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ახალქალაქელი მოსწავლეები გაეცნენ

მთავარისაზოგადოება 04.12.2014
ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები ოჯახში ძალადობაზე ესაუბრნენ.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ახალქალაქელი მოსწავლეები გაეცნენ

სამუშაო ჯგუფის წევრებმა – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ნონა გიქოშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო ნადირაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელმა მარეხ კირთაძემ მოსწავლეებს განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, მოძალადე კი ისჯება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები. ისინი მოსწავლეებს ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლის შესახებ ესაუბრნენ და განუმარტეს, რომ ძალადობა დასჯადია, პოლიცია იცავს ადამიანის უფლებებს და იმისთვის, რომ პოლიციამ შეძლოს ძალადობის მსხვერპლის დახმარება, აუცილებელია მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია და ოჯახში ძალადობა უკვე 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლები აჩვენეს. ვიდეორგოლების მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა და შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. სოციალური კამპანიის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას სტუდენტები შეუერთდნენ
'არა ძალადობას' – სოციალური კამპანია ახალციხეში
შსს-მ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია დაიწყო
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა ორწლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე
ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა