FM97.5 / LIVE

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია

მთავარისაზოგადოება 21.12.2012
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ იმსჯელეს

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
დისკუსია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების” ხელმძღვანელის მარინა მოდებაძის ინიციატივით გაიმართა.

2007 წელს საქართველოში ჩატარდა ძალადობის ეროვნული კვლევა, რომელიც შეისწავლიდა ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფორმებს ოჯახში, ინსტიტუტებსა და სკოლებში.

კვლევის მიხედვით, საქართელოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. პატარები ძალადობას განიცდიან, როგორც თანატოლების, ისე მოზარდებისგან.

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებიდან ყველაზე მეტად გვხვდება ემოციური ძალადობა, რომელსაც ფსიქოლოგიურ ძალადობასაც უწოდებენ (59%); გავრცელების მხრივ მეორე ადგილზე ფიზიკური ძალადობაა (54%); მესამე ადგილზე კი – სექსუალური ძალადობა (8%).

”ჩემი აზრით კაცი ძალადობს მაშინ, როცა გრძნობს თავის სისუსტეს. ჩვენთან ძალადობის შემთხვევები მაღალმთიან რაიონებში უფრო ხშირია. გამოსავალს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაში ვხედავ, ეს ფილმი ყველა მამაკაცმა უნდა ნახოს. სკოლაში კი ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული გაკვეთილები ფილმთან ერთად უნდა განიხილებოდეს, რათა უფრო მეტი ემოციური დატვირთვა ქონდეს მოზარდებში”,- განაცხადა პირველი საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნინო ნადირაძემ.

შეხვედრაზე აჩვენეს არასამთავრობო ორგანიზაციის „სახლის“ მიერ მოწოდებული ფილმი ოჯახური ძალადობის შესახებ და ასევე, ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი ცხელი ხაზის სარეკლამო რგოლები.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არა ძალადობას! არა ფემიციდს! – ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს [Photo]
კვლევის მიხედვით ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია
ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სკოლების ადმინისტრაციები გადაამზადეს
გამოკითხვა: რატომ გახშირდა ქალზე ძალადობის ფაქტები? [Video]
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
ახალციხეში გენდერული ძალადობის შემთხვევებზე იმსჯელეს