FM97.5 / LIVE

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ვალების ჩამოწერა მოქრთამვაა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.11.2018
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მთავრობის ინიციატივას ვალების განულებაზე, ამომრჩევლის მოქრთამვად აფასებს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ვალების ჩამოწერა მოქრთამვაა

ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს ისაუბრა: "გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია".

მანამდე, მთავრობის ეს ინიციატივა, რომელიც შავ სიაში მყოფი 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერას გულისხმობს, ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, საკითხით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ინიციატივას საქართველოს მთავარი პროკურატურა უკვე სწავლობს.

იუკნევიჩიენემ ინტერვიუს დროს საარჩევნო პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, დემოკრატიის კუთხით საქართველო რეგიონში ისევ ლიდერია, თუმცა 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, “სახეზეა ნაბიჯი უკან”. ამ კონტექსტში მან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და პოლარიზებული მედიასივრცე ახსენა.

“არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის.

ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან”, – თქვა მან.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მდივანმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, არასამთავრობო სექტორის მიმართ მთავრობის რიტორიკა მიუღებელია.

“ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ ეს რაღაც ახალი იყო, რომ მთავრობის წარმომადგენლები დემოკრატიის ამ საფუძველს, არასამთავრობო სექტორს, სასტიკად ესხმოდნენ თავს. მე გავიგე ისე, თითქოს მთავრობას სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მას ემსახურებოდნენ. ეს მიუღებელია”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NGO-ები პრემიერის ინიციატივას სესხების განულებაზე ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ
”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
საერთაშორისო დამკვირვებლები წინასწარ მოხსენებას დღეს წარმოადგენენ
59%-ისთვის მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება – NDI
‘თუ სესხი დაბალ პროცენტში არ გაიცა, ჩამოწერა ვერაფერს შეცვლის’ – შეფასებები პრემიერის ინიციატივაზე
არჩევნების პორტალის პრეზენტაცია  ახალციხეში
NDI:  ახალციხელთა 75%-ისთვის მისაღებია მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი