FM97.5 / LIVE

59%-ისთვის მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება – NDI

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 26.07.2017
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა 59%–სთვის ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება მიუღებელია.

59%-ისთვის მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება – NDI

ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება, რაც გულისხმობს, რომ ორივეს ერთი და იგივე უწყება უხელმძღვანელებს, მისაღები მხოლოდ 16%–სთვისაა.

ზოგადად, ამ იდეის შესახებ სმენია გამოკითხულთა 52%–ს, 44%–მა კი არ იცის.

გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებას ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ექნება. მხოლოდ 11% ფიქრობს, რომ ცვლილებას დადებითი შედეგი ექნება.

59%-ისთვის მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება – NDI

შეგახსენებთ, მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებენ. თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად დღეს იკრიბება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, CRRC-საქართველომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის დაფინანსებით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი -9 ივლისის პერიოდში მიმდინარეობდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევით 2 261 პირი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს, 26 ივლისს, გამოქვეყნდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მომდევნო ერთ წელიწადში მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება გამოკითხულთა 23% –NDI
31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება –NDI
პარტიების რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით
ნეპოტიზმი ადგილობრივი მთავრობაში – 46%, პროფესიონალიზმის ნაკლებობა – 58% – NDI
21%–სთვის მის ქალაქში/სოფელში მდგომარეობა გაუმჯობესდა – NDI
გაზრდილია მათი რაოდენობა, ინც ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებს – NDI
დღეს NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს