FM97.5 / LIVE

საერთაშორისო დამკვირვებლები წინასწარ მოხსენებას დღეს წარმოადგენენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.10.2018
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოში მყოფი საერთაშორისო დამკვირვებლები, არჩევნების ჩატარების შესახებ წინასწარ მოხსენებას წარმოადგენენ.

საერთაშორისო დამკვირვებლები წინასწარ მოხსენებას დღეს წარმოადგენენ
საქართველოში მყოფი საერთაშორისო დამკვირვებლები პრესკონფერენციას დღეს, 29 ოქტომბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გამართავენ.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აღნიშნული სადამკვირვებლო მისია ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PACE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) ერთობლივ ძალისხმევას წარმოადგენს.

„მოხსენებას წარმოდგენენ კრისტიან ვიგენინი, ეუთოს (OSCE) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ხელმძღვანელი; ანდრეი ჰუნკო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელი, მარგარეტა სედერფელტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის ხელმძღვანელი, რასა იუკნევიჩიენე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის (NATO PA) ხელძღვანელი, ლაიმა ლიუსია ანდრიკიენე, ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის (EP) დელეგაციის ხელმძღვანელი და ელჩი, გერტ-ჰინრიჰ არენსი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 40 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 400 დამკვირვებლისგან შედგება. მათ შორის არიან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ წარგზავნილი 284 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლი, 54 პარლამენტარისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები (31 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, 17 ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან და 12 ევროპარლამენტის ასამბლეიდან)“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპრეზიდენტო არჩევნებს 45 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ვალების ჩამოწერა მოქრთამვაა
საქართველო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
ეუთოს სადამკვირვებლო მისიიდან ბორჯომში არჩევნებს 14 ჯგუფი აკვირდება
ვინ დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს
თვითმმართველობის არჩევნებს NDI-ს დელეგაცია დააკვირდება
მამუკა მდინარაძე: პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება