FM97.5 / LIVE

‘თუ სესხი დაბალ პროცენტში არ გაიცა, ჩამოწერა ვერაფერს შეცვლის’ – შეფასებები პრემიერის ინიციატივაზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.11.2018
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებლები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 600 000–ზე მეტ პრობლემურ მომხმარებლებთან ერთად ე.წ. შავ სიაში არიან, ვალების ჩამოწერის შესახებ პრემიერ მინისტრის ინიციატივას ეხმაურებიან.

‘თუ სესხი დაბალ პროცენტში არ გაიცა, ჩამოწერა ვერაფერს შეცვლის’ – შეფასებები პრემიერის ინიციატივაზე

რეზო ზუმბაძე 26 წლისაა. მან ჯანმრთელობის პრობლემის გამო სესხი 2013 წელს აიღო და ამ დრომდე ვერ დაფარა: „1000–1000 ლარი MoneyMan–ის Mycredit–ის და „მონეზას“ მიკროსაფინანსოებში ავიღე. მაშინ 21 წლის ვიყავი, არ ვმუშაობდი და გადახდა ვეღარ შევძელი, წინასწარ არც რისკები გამითვლია. მშობლებს ვუმალავდი, მიკროსაფინანსოებიდან კი მაშანტაჟებდნენ, ვეტყვითო“.

რეზო ზუმბაძე მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს: „არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნება გაქვს, ვფიქრობ თუ დაპირებას შეასრულებენ, ეს ყველა რიგითი მოქალაქისთვის სასარგებლო იქნება. ასევე, მიმაჩნია, რომ ბანკებში რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო, ინტერნეტში ერთი დაკლიკებით სესხს ვერ უნდა იღებდე, თორემ ასე ახალგაზრდებს თანხის მარტივად მიღების ცდუნება სძლევთ და მერე სესხი გადაუხდელი რჩებათ“.

ნინო მაისურაძე (სახელი შეცვლილია, რადგან მშობლებმა მისი ვალების შესახებ არ იციან) ახალქალაქიდანაა, ამჟამად კი ახალციხეში მუშაობს. გასულ წლამდე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტშიც სწავლობდა, თუმცა დღეს სტატუს შეჩერებული სტუდენტია და ამბობს, რომ ამის ძირითადი მიზეზი მიკროსაფინანსოებში არსებული დავალიანებებია: „19 წლის ვიყავი სტუდენტობისას სწავლის გადასახადთან ერთად ბინის ქირასაც რომ ვიხდიდი. ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასი 350 ლარი მქონდა და არ მყოფნიდა, პირველი სესხი 2016 წელს ავიღე“.

მან თავდაპირველად „კრედოში“ 1 000 ლარი ისესხა და მისი პროცენტი ყოველთვიურად ხელფასიდან უნდა ეხადა, თუმცა ვერ შეძლო და ამიტომ ამ სესხის გადასაფარად თანხა ისევ ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ისესხა: „თიბისი ბანკში 500 ლარი ავიღე და სესხის ნაწილი დავფარე, შემდეგ ორივე სესხის გადახდა რომ მიწევდა და ვერ ვახერხებდი, საქართველოს ბანკში 300 და ვივუსიდანაც 300 ლარი ვისესხე. საბოლოოდ გადახდა ვერცერთის ვეღარ შევძელი და გამაშავეს, ახლა 2000 ლარზე მეტი მაქვს დავალიანება“.

ნინო ფიქრობს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ქვეყანაში სესხებთან დაკავშირებულ პრობემებს ვერ გადაჭრის: „რეალური პრობლემა არის მდიდარი ბანკები და რეგულაციების ფაქტობრივი არარსებობა. ყველას უხარია, რომ სესხები გაუნულდებათ, მაგრამ იმას არავინ ფიქრობს, რომ თუ პოლიტიკა არ შეიცვლება და კანონმდებლობაში ამ კუთხით ცვლილებები არ იქნება, სულ მალე ისევ იგივე მდგომარეობა იქნება ქვეყანაში“.

ლაშა ხმალაძე ახალციხეში ცხოვრობს, მან წლების წინ მიკროსაფინანსო „Crediton“–დან 200 ლარი ისესხა, თანხის გადაუხდელობის გამო კი დღემდე „შავ სიაშია“: „სწავლის ფული მაქვს გადასახდელი და სესხის აღება მინდა, თუმცა უარს მეუბნებიან. ჩემი აზრით განულება კი კარგია, მაგრამ რეალურად ეს ბევრს არაფერს შეცვლის, ამას სჯობს ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა სესხის დაბალ პროცენტებში გაცემა დაიწყონ. ანაბარს რვა, სესხს კი მინიმუმ 28 პროცენტში გასცემენ, რაც უსამართლობაა“.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 19 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 700 000–მდე მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში და სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას მოკლებულია. ამიტომ პრემიერის თქმით, მათ ვალები ჩამოეწერებათ.

ეს ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასეს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სესხების განულების პროექტში კიდევ 14 ორგანიზაცია ჩაერთო
ახალციხის გამგეობა ათწლიან სესხს ევროს ნაცვლად, ლარში აიღებს
რა არის ავტო სესხი და როგორ ვისარგებლოთ მომსახურებით? [R]
‘ქართუ’: საფინანსო ორგანიზაციები თავად წყვეტენ განულების სიაში რომელი მსესხებელი შეიყვანონ
vali.ge-ს ახალი საფინანსო ორგანიზაციები დაემატა
Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი ®

რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე