FM97.5 / LIVE

ახალციხის ააიპ ‘მძლეოსნობის სპორტულ კლუბს’ დაფინანსება 33 500 ლარით ეზრდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.12.2018
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მძლეოსნობის სპორტული კლუბის დაფინანსება 181 100 ლარი იქნება. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ თანხის გაზრდის გადაწყვეტილება სხვადასხვა ჩემპიონატზე სპორტსმენების წარმატებით ასპარეზობის შემდეგ მიიღეს.

ახალციხის ააიპ ‘მძლეოსნობის სპორტულ კლუბს’ დაფინანსება 33 500 ლარით ეზრდება

2018 წელს ახალციხის მერიამ ააიპ მძლეოსნობის სპორტული კლუბისთვის 147 600 ლარი დახარჯა. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 181 100 ლარია გათვალისწინებული.

„ეს თანხა სპორტული ღონისძიებებისთვის და მწვრთნელებისთვის გაიწერება, ვინც უნდა დადოს შედეგი, ვინც უნდა შეუწყოს ხელი ახალგაზრდებს. რომ მუშაობ, ხალისიც უნდა გქონდეს, ამიტომ გაიზრდება ხელფასებიც“, – ამბობს გურამ მელიქიძე და ამატებს, რომ ეცდებიან სპორტსმენებს უკეთესი პირობები შეუქმნან: „მიმიდნარე წელს ოთხი საერთაშორისო შეჯიბრება ჩატარდა, რომელიც საკამოდ ორგანიზებული იყო. მათ აქვთ ელემენტარული ინვენტარი, მაგრამ არ აქვთ ის პირობები რა პირობებშიც უნდა იყვნენ სპორტსმენები. ეს არის გასახდელები, საშხაპეები, გვინდა მთლიანი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება“.

ააიპ ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ხელმძღვანელის ზიგმუნდ ზილბერშტეინი ამბობს, რომ 2018 წელს ახალციხიდან მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონობა ექვსმა სპორტსმენმა მოიპოვა: „მუდამ გვყავს ეროვნულ ნაკრებში ხუთი–ექვსი სპორტსმენი. ორი მძლეოსანი მინდია ენდელაძე და გიგლა ზილბერშტეინი იბრძვის ლიცენზიის მოსაპოვებლად იმისთვის, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვონ“.

სპორტსმენები ახალციხის სპორტულ მოედანზე კვირაში ექვსი დღე ვარჯიშობენ. კლუბში 75 მოსწავლეა. აქ სწავლება უფასოა.

როგორც მძლეოსნობის კლუბში აცხადებენ 2019 წელს ახალციხეში სამი საერთაშორისო შეჯიბრი აპრილში, მაისსა და ოქტომბერში ჩატარდება.
ააიპ–ი ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბი 2013 წელს დაფუძნდა. კლუბში 20 ადამიანია დასაქმებული.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
ახალციხელი მძლეოსნების წარმატება ეროვნულ ჩემპიონატზე
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება
ახალციხემ მძლეოსნობის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა
მძლეოსნობის რესპუბლიკური ჩემპიონატი  ახალციხეში
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა