FM97.5 / LIVE

ააიპ–ები თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.05.2018
ახალციხეში, ქალაქის და თემის გაერთიანების შემდეგ ააიპ–ების რაოდენობა შემცირდა, დაფინანსება კი გაიზარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების რეფორმამ არ გაამართლა. თვითმმართველობაში კი თანხის ზრდას, სერვისების გაუმჯობესებით ხსნიან.

ააიპ–ები თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ
ქალაქ ახალციხის მუნიცპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით ლომიძე ერთ–ერთი იყო ვინც ქალაქის და თემის გაერთიანებას მხარს უჭერდა. ლომიძე ამბობდა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ხარჯები მნიშვნელოვანდ შემცირდებოდა. ეს კი შესაძლებელი, პირველ რიგში, ააიპ–ების ხარჯზე იქნებოდა.

ახალციხეში ქალაქის და თემის გაერთიანებამდე 17 ააიპ–ი იყო. ექვსი თემში, ხოლო 11 ქალაქში. აღნიშნულ დაწესებულებებში ჯამში 745 თანამშრომელი მუშაობდა და წლის განმავლობაში ამ ააიპ–ებისთვის ბიუჯეტიდან 3 537 300 ლარი იხარჯებოდა.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, თვითმმართველობაში მსგავსი ააიპ–ების ოპტიმიზაცია მოხდა, მათ შორის ერთი გაუქმდა და 12 დარჩა. თანამშრომლების რაოდენობა 723–მდე შემცირდა, დაფინანსება კი 570 200 ლარით გაზარდა. 2018 წელს 12 ააიპ–ის სუბსიდია 4 107 500 ლარია.

გაერთიანებული ააიპ–ები


გაერთიანების შემდეგ შეერთდა რვა ააიპ–ი, ხოლო ამდენივე უცვლელად დარჩა.

გაერთიანდა „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება“ და „ახალციხის ტბა“; მათი დაფინანსება გაერთიანებამდე ჯამში 207 000 ლარს შეადგენდა, ახლა 233 000 ლარია. გაერთიანებამდე ორივეში ერთად 26 თანამშრომელი მუშაობდა, ახლა 25–ია.

შეერთდა თემისა და ქალაქის სკოლამდელი აზღრდის დაწესებულებები. მათი დაფინანსება გაერთიანებამდე 2 209 500 ლარი იყო, ახლა 2 615 100 ლარია. რაც შეეხება თანამშრომლების რაოდენობას 407 კაციდან, 403–მდე შემცირდა.

ოპტიმიზაცია მოხდა ორივე მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებების. გაერთიანებამდე მათი დაფინანსება 332 350 ლარს შეადგენდა, გაერთიანების შემდეგ კი 430 000 ლარია. თანამშრომლთა რაოდენობა 71–დან 69–მდე დავიდა.

ასევე, შეერთდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები. გაერთიანებამდე ორივე ააიპ–ის დაფინანსებისთვის ჯამში 170 000 ლარი იყო განსაზღვრული, გაერთიანების შემდეგ კი დაფინანსება 149 000 ლარამდე შემცირდა. თანმაშრომლების რაოდენობა 14–დან 20–მდე გაიზარდა.

უცვლელი დარჩა:


„კომპლექსური სასპორტო სკოლა“ – გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 106 000 იყო, ახლა 111 000 ლარია. თანამშრომლების რაოდნობა იგივეა – 24.

„მძლეოსნობის სპორტული კლუბი“ – გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 121 000 ლარი იყო, ახლა 146 000 ლარია. თანამშროლების რაოდენობა უცვლელი – 21.

„ახალციხის სამუსიკო სკოლა“ – გაერთიანემადე მისი დაფინანსება იყო 90 800 ლარი, გაერთიანების შემდეგა 103 000 ლარი. თანამშრომების რაოდენობა უცვლელი – 40.

„ქალაქ ვალის სამუსიკო სკოლა“ – გაერთიანებამდე მისი დაფინანსება იყო 35 000 ლარი, ახლა კი 38 800 ლარია. თანამშრომლების რაოდენობა უცვლელი – 14.

„აწყურის სამუსიკო სკოლა“ – გაერთიანებამდე 30 000 ლარი ჰქონდა, მას შემდეგ 32 800 ლარი. თანამშროლების რაოდენობა უცვლელი – 12.

„ახალციხის სამხატვრო სკოლა“ – გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 22 000 ლარი იყო, ამჟამად 23 800 ლარია. თანამშრომლების რაოდენობა უცვლელი – 12.

„ახალციხის ციხე“ – დაფინანსება გაერთიანებამდე 110 000 ლარი იყო, ამჟამად 100 000–მდე შემცირდა. თანამშრომელბის რაოდენობა უცვლელი – 75.

„ახალციხის სათნოების სახლი“– გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 99 400 ლარი, გაერთიანების შემდეგ 125 000 ლარია . ორგანიზაციას დაემტა ერთი თანამშრომელი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძის განმარტებით, იმისთვის რომ დაწესებულებებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულფასოვანი და ხარისხიანი მომსახურება შეძლონ დაფინანსების გაზრდა აუცილებელი იყო.

„მივეცით თანხა იმისთვის რომ დაწესებულებამ ნორმალურად იფუნქციონიროს, საქმე უნდა აკეთოს ააიპ–მა. დაფინანსების გაზრდასთან ერთად ჩვენი მხრიდან მოთხოვნაც გაიზრდება და გამკაცრდება“, – ამბობს მელიქიძე.

მისი თქმით, ყველაზე მეტად დაფინანსება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, 470 000 ლარით, გაეზარდა: „პირველ ეტაპზე ეს იყო კვების საკითხი, აქამდე ერთ ბავშვზე თვეში 25 ლარი იყო გათავლიწინებული სტანდარებთან მიახლოებისთვის 32 ლარამდე გაიზარდა. დაემატა ახალი ბაღი, გაიზარდა ჯგუფები“.

მელიქიძის თქმით, ბაღებში ბავშვების, „სათნოების სახლში“ კი ბენეფიციარების ოდენობა გაიზარდა: 170 ბენეფიციარი გვყავდა და ახლა 200–მდეა. რაც შეეხება კულტურის დაწესებულბას, აქ თითქმის ყოველ თვეში ვატარებთ ღონისძიებას, ამას კი ფული სჭირდება. აქამდე მათ ცენტრალური გათბობა არ ჰქონდათ, ახლა კი გაზი შევიდა, კომუნალურმა გადასახადმა ხარჯი გაზარდა“.

ექსპერტები


არ იზიარებენ მერის მაოდგილის პოზიციას თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტები.

„ის რომ თანხები დაიზოგებოდა ადმინისტრაციული მიმართულებით არ გამართლდა. ხელისუფლებამაც აღიარა ეს მომენტი და თქვა, რეფორმის მიზანი ეს არ ყოფილაო“, – ამბობს თვითმმართველობის საკითხების ექპსერტი კოტე კანდელაკი და ამატებს: „რეალურად იყო შესაძლებელი თანხის შემცირება არა მარტო ააიპ–ებში, არამედ სხვა მიმართულებებითაც. ხშირ შემთხვევაში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირეს, მაგრამ ხარჯებშია ჩასახედი, შესაძლოა დარჩენილებს მოუმატეს ხელფასი, ამით კი არაფერი იცლვება. შეერთების შემდეგ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოიმატა ააიპ–ების სუბსიდიამ“.

კოტე კანდელაკი ფიქრობს, რომ ამ კუთხით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან დაფინანსების შემცირება თვითმიზანი არ უნდა იყოს: „შესაძლებელია თანხის დაზოგვამ კონკრეტული სერვისის მიწოდების ხარისხი არაეფექტიანი გახადოს და გააუარესოს. კარგად არის გასარკვევი რა პროგრამები ხორციელდება, ამისთვის რამდენი თანამშრომელია საჭირო“.

მის მოსაზრებას იზიარებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი ნინო ლოლაძე: „ხშირად ადმინისტრაციული ხარჯი საჭიროა მუნიციპალიტეტმა გაიღოს, იმისთვის რომ სერვისი მიაწოდოს. მე არ ვარ მომხრე იმის, რომ ხარჯი მექანიკურად შემცირდეს. უნდა განვსაზღვროთ რა საჭიროება არსებობს. თანხის დაზოგვით და დანამშრომლის შემცირებით თუ არანაირ სერვისს არ მიიღებს მოსახლეობა, რაღა აზრი აქვს ორკაციანი სამსახურის ან ააიპ–ის ყოლას. მთავარია ხარჯებმა, რომელბსაც გავიღებთ სარგებელი მოიტანოს“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება
ასპინძაში სასპორტო სკოლა ააიპ–ად გადააკეთეს – იურისტებს კითხვები უჩნდებათ
ბორჯომის ააიპ–ებში შტატების რაოდენობა იზრდება
სამცხე-ჯავახეთში ააიპ–ებში 400 000–მდე პრემია–დანამატი გაიცა
ახალციხის ააიპ ‘მძლეოსნობის სპორტულ კლუბს’ დაფინანსება 33 500 ლარით ეზრდება
ააიპ–ების ნაწილს ახალციხის მერია სუბსიდიას უმცირებს