FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ააიპ–ებში 400 000–მდე პრემია–დანამატი გაიცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.03.2019
2018 წელს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში ააიპ–ების თანამშრომლების პრემია-დანამატებისთვის 370 177 ლარი დაიხარჯა.

სამცხე-ჯავახეთში ააიპ–ებში 400 000–მდე პრემია–დანამატი გაიცა

ახალციხე


ახალციხის მუნიციპალიტეტში 12 ააიპ–ი ფუნქციონირებს და ყველაში ერთად 775 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის 29 ხელშეკრულებითაა აყვანილი. 2018 წელს, პრემია-დანამატები ხუთ ააიპ–ში გაიცა. 160 043 ლარი ასე გადანაწილდა:

• ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება – 82 741 ლარი.

• ახალციხის ციხე – 46 584 ლარი.

• კულტურის დაწესებულებების გაერთიანება – 17 747 ლარი.

• სათნოების სახლი – 3 120 ლარი.

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი – 9 850 ლარი.

როგორც ახალციხის მერიიდან წერილობით მიღებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ახალციხის ციხეზე პრემიები აქტიურ ტურისტულ სეზონზე თანამშრომლების წახალისების მიზნით გაიცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კი დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისათვის.
პრემია დანამატების ოდენობა 2019 წლის ბიუჯეტით, გათვალისწინებული მხოლოდ ორი ააიპ–ისთვისაა. ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბისთვის 1 000 ლარი, ხოლო ახალციხის ციხისთვის 10 000 ლარია გაწერილი.

ბორჯომი


ბორჯომის მუნიციპალიტეტის 16 ააიპ–ში 794 ადამიანია დასაქმებული და მათ შორის 50 ხელშეკრულებით აყვანილია. ჯამში, 2018 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პრემიის სახით 105 011 ლარი ათი ააიპ–ის თანამშრომლებმა მიიღეს:


• ბორჯომის გარეგანათება – 8 625 ლარი.

• საბიბლიოთეკო გაერთიანება – 720 ლარი.

• სკოლამდელი დაწესებულები – 40 190 ლარი.

• სამუსიკო სკოლა – 440 ლარი.

• კულტურისა და ხელოვნების ცენტრი – 10 314 ლარი.

• სასპორტო სკოლა – 5 017 ლარი.

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი – 8 220 ლარი.

• დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური – 600 ლარი.

• ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი – 22 860 ლარი.

• საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 8 025 ლარი.

2019 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში პრემია–დანამატებს, ბიუჯეტში გაწერილი თანხის მიხედვით, მხოლოდ ერთი, დასუთფავებისა და კეთილმოწყობის ააიპ–ი 12 000 ლარის ოდენობით მიიღებს.

ნინოწმინდა


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის 11 ააიპ–ში 319 თანამშრომელია დასაქმებული, მათგან 11 შტატით მუშაობს, 308 კი ხელშეკრულებითაა აყვანილი. გასულ წელს აქ პრემია 17 236 ლარი სამ ააიპ–ში ასე გადანაწილდა:

• კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური – 10 700 ლარი.

• კომპლექსური სასპორტო სკოლა – 6 500 ლარი.

• მთავარი ბიბილიოთეკა – 36 ლარი გაიცა.

რამდენი ააიპ–სთვის გაწერს ნინოწმინდის მერია მიმდინარე წელს პრემია–დანამატებს უცნობია. მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ასპინძა


ასპინძის მუნიციპალიტეტში 10 ააიპ–ი ფუნქციონირებს და 216 თანამშრომელია დასაქმებული. გასულ წელს პრემია–დანამატები ხუთ მათგანში გაიცა. 23 658 ლარი ხუთ ააიპ–ში გაიცა:

• პრემია ასპინძის სასპორტო გაერთიანება– 4 948 ლარი.

• საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი – 1 080 ლარი.

• ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – 9 530 ლარი.

• გარეგანათება – 3 750 ლარი.

• მელიორაცია და სოფლის სასმელი წყალი – 4 350 ლარი.

• მიმდინარე წელს ასპინძის მერიას ააიპ–ებისთვის პრემია–დანამატები ბიუჯეტიდან გაწერილი არ აქვს.

ახალქალაქი


ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 14 ააიპ–ი მუშაობს და 515 ადამინია დასაქმებული, მათგან 22 ხელშეკრულებითაა აყვანილი. 2018 წელს პრემია დანამატისათვის 56 313 ლარი 11 ააიპ–ის თანამშრომლებისთვის გაიცა:

• საბავშვო ბარების გაერთიანება - 21 040 ლარი.

• საკლუბო გაერთიანება - 3 061 ლარი.

• სააშუღო სკოლა - 88 ლარი.

• საბიბლიოთეკო გაერთიანება - 360 ლარი.

• მომავლის სახლი - 728 ლარი.

• მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - 1 515 ლარი.

• დახურული საცურაო აუზი - 69 ლარი.

• სპორტული კომპლექსი - 1 410 ლარი.

• სპორტული სკოლა - 6 885 ლარი.

• საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - 157 ლარი.

• სერვისცენტრი - 21 000 ლარი.

• მერიისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ თუ რამდენი ააიპ–სთვისაა გაწერილი მიმდინარე წელს პრემია–დანამატები.

ადიგენი


ადიგენის მუნიციპალიტეტში რვა ააიპ–ია. აქ 243 თანამშრომელი მუშობს და მათგან 26 ხელშეკრულებითაა აყვანილი. შარშან 7 916 ლარის პრემია–დანამატი სამ ააიპ–ში გაიცა:

• წყალმომარაგება – 3 792 ლარი.

• სამუსიკო სკოლა – 3 015 ლარი.

• მთავარი ბიბლიოთეკა – 1 109 ლარი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ააიპ–ებსთვის პრემია დანამატები 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისიწნებული არ არის.

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ააიპ–ების სახელფასო ფონდი 2018 წელს 10 259 789 ლარით იყო განსაზღვრული.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება
ბორჯომის გამგეობაში საახალწოდ პრემია 108 777 ლარი გაიცა
ახალციხის მერიაში 7 თვეში 212.297 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
ახალციხის გამგეობაში საახალწლოდ 57 540 ლარის პრემია გაიცა
სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობებში პრემია–დანამატებისთვის 300 000–ზე მეტი გაიცა
ადიგენის გამგეობაში საახალწლოდ პრემია 58 900 ლარი გაიცა