FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის, დაახლოებით, 19 000 ლარს დახარჯავს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.11.2018
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფისთვის ახალციხის მერიამ ტენდერი 19 057 ლარზე გამოაცხადა.

ახალციხის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის, დაახლოებით, 19 000 ლარს დახარჯავს

ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება სამი დეკემბრიდან დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს ოთხი ცალი თოკებით გასაჭიმი ბანერი, რომელზეც იქნება წარწერა „გილოცავთ ახალ 2019 წელს“, ასევე, უნდა მოძებნოს გამოცდილი წამყვანი ღონისძიებისთვის, დაამონტაჟოს საახალწლო განათებები და ბანერები ახალციხის 13 სკვერში, ვალესა და სოფლებში, შეიძინოს სხვადასხვა საახალწლო ფიგურა, რომლებსაც დაამონტაჟებს ქალაქის ცენტრალურ პარკში, აქვე მოაწყოს ნაძვის ხე და დაამზადოს 300 ცალი მისალოცი ბარათი.

28–31 დეკემბერს თოვლის პაპასა და სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული ექვსი მსახიობი ახალციხის სოფლებს შემოივლიან, ადგილობრივებს ახალ წელს მიულოცავენ და პატარებს ტკბილეულს დაურიგებენ.

31 დეკემბერს 16:00–საათიდან 19:00–საათამდე ქალაქის ცენტრში კონცერტი გაიმართება, სადაც ბენდი და ასევე, სოლო მომღერლები იმღერებენ. ტენდერში გამარჯვებულმა მათთვის გახმოვანების აპარატურა უნდა იქირაოს.

2018 წლის საახალწლო ღონისძიებებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000–მდე ლარი დაიხარჯა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 300 000–მდე ლარი იხარჯება
რამდენ ლარს დახარჯავს ახალციხის მერია ახალი წლისთვის
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
ბორჯომში, საახალწლო ღონისძიებისთვის ტენდერი 22.445 ლარზე გამოაცხადეს
ნინოწმინდის მერია ახალ ნაძვის ხეს შეიძენს
ახალციხე საახალწლო განათებებით ირთვება
ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებისთვის 88.500 ლარი დაიხარჯება