FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების განხილვა იწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.11.2018
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მერიებიდან 2019 წლის ბიუჯეტების პროექტები უკვე გადაეცათ. საკრებულოები პროექტებს 25 ნოემბრამდე განიხილავენ და მერიებს გადაუგზავნიან.

სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების განხილვა იწყება

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში – ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში ბიუჯეტების პროექტების განხილვა 22 ნოემბერს გაიმართება. ახალციხის საკრებულოს კომისიებში კი ბიუჯეტის შესახებ დღეს, 20 ნოემბერს იმსჯელეს. „საჯარო განხილვის შემდეგ შევიტანთ პროექტში შენიშვნებს და გადავუგზავნით მერიას“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ამატებს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი პროექტით 15 900 000 ლარია.

უკვე საკრებულოშია ასპინძის ბიუჯეტის პროექტიც. „პროექტი 4 300 000 ლარს შეადგენს და ჯერ შენიშვნები არ გვაქვს“ – გვითხრა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა მელიქიძემ.

18 300 000 ლარია ბორჯომის 2019 წლის ბიუჯეტი. „რამდენიმე ააიპ–ს გაზრდილი თანხა აქვს, რის საფუძველზე და რა მიზნით მოხდა ეს, ამაზე საკრებულოში 22 ნოემბერს ვიმსჯელებთ“, - აცხადებს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

მერიის შეთავაზებული ბიუჯეტის განსახილველად ემზადებიან ნინოწმინდის საკრებულოშიც, პროექტით ბიუჯეტი 5 600 000 ლარია. „22 ნოემბერს განვიხილავთ და მერიას იმ დღესვე დავუბრუნებთ“, – გვითხრა ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა.

როდის განიხილავენ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ახალქალაქის საკრებულოში ჯერ განსაზღვრული არ აქვთ. აქ ბიუჯეტის შემადგენლობა 9 080 000 ლარია.

რაც შეეხება ადიგენს, მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა: "ნამდვილად არ ვიცი ბიუჯეტის პროექტის თანხა", – გვითხრა ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ. ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა კი "სამხრეთის კარიბჭეს" სატელეფონო ზარბს არ უპასუხა.

შენიშვნებით ჩასწორებულ პროექტს მერიები საკრებულოებს 25 დეკემბრამდე გადაუგზავნიან. საკრებულოები კი დოკუმენტს 28 დეკემბრამდე დაამტკიცებენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომისა და ასპინძის საკრებულოები ბიუჯეტის პროექტებში სოციალური ხარჯების გაზრდას ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთში ბიუჯეტების განხილვა  გვიანდება
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან  ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
ბიუჯეტები საკრებულოებს დაუბრუნდა და მორიგი ეტაპი, საჯარო განხილვები იწყება
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების პროექტები განიხილეს
ადიგენში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ