FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების პროექტები განიხილეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.11.2018
ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სკოლამდელი აღზრდა – ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რასაც სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტებიდან თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება.

სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების პროექტები განიხილეს

ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკრებულოებმა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ერთ დღეს, 22 ნოემებრს განიხილეს.

2019 წლის ადიგენის ბიუჯეტის პროექტი 5 085 000 ლარია. საკრებულოს თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის თქმით, მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვაა და ამ მუხლს 60 000 ლარი ემატება. მომავალი წლისთვის ადიგენში ჯანდაცვის პროგრამების განსახორციელებლად 200 000–მდე ლარი დაიხარჯება: „ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში საკმარისი არ არის ეს თნხა და ჩვენ კიდევ 20 000 ლარის დამატება მოვითხოვეთ“.

მომავალ წელს ადიგენის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გაწერილი თანხის დიდი ნაწილი საბავშვო ბაღებს მოხმარდება: „ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი საბავშvო ბაღების მიმართულებაა, ამიტომ ბიუჯეტის დიდ ნაწილს სწორედ ამ სფეროს მოვახმართ“.

ახალქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 000 000 შეადგენს. როგორც მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი ამბობს, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება: „ზუსტად თანხაზე საუბარი ჯერ არ მინდა, რადგან ვფიქრობ, რომ პროექტის დამტკიცებამდე რაღაცეები კიდევ შეიცვლება“.

ბორჯომის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 18 000 000 ლარზე მეტია. საკრებულოდან ბიუჯეტი მერიას შენიშვნებით გუშინ, 22 ნოემბერსვე დაუბრუნდა: „ვფიქრობთ, რომ პრიორიტეტები სწორედ უნდა დაისახოს და რაღაცა შესწორებებიც სჭირდება პროექტს, მაგალითად, სოციალურ სფეროსა და ჯანდაცვას მეტი თანხა სჭირდება, რადგან საქმე მოქალაქეებს ეხება და ერთ–ერთი პრიორიტეტი სწორედ ეს უნდა იყოს“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

პროექტში შენიშვნები შეიტანა ასპინძის საკრებულომაც. აქ ბიუჯეტის პროექტი 4 000 000 ლარზე მეტია. „შენიშვნები თითქმის ყველა მუხლში გვქონდა, პროექტს დახვეწა სჭირდება, ვფიქრობთ, რომ მთავარი პრიორიტეტი სოციალური სფერო და ჯანდაცვაა და ამიტომ აქ თანხები უნდა გაიზარდოს. ისე თითქმის ყველა მიმართულებით თანხა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე.

ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 15 900 000 ლარით განისაზღვრა. აქედან 5 347 600 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, 3 852 200 ლარი კი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისთვის გაიწერა. მომავალი წლისთვის ახალციხეში ააიპ–ების დაფინანსება 279 700 ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება ნინოწმინდას, აქ ბიუჯეტის პროექტი 5 600 000 ლარს შეადგენს. საკრებულოში ამბობენ, რომ პროექტი მერიას დათქმულ ვადაში, 25 ნოემბრამდე გადაეგზავნება.

ბიუჯეტის პროექტები საკრებულოებიდან მერიებს 25 ნოემბრამდე გადაეცემა, საბოლოოდ კი პროექტებს საკრებულოები 28 დეკემბრამდე დაამტკიცებენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრიორიტეტები ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – საკრებულოებმა ბიუჯეტი დაამტკიცეს
ბორჯომისა და ასპინძის საკრებულოები ბიუჯეტის პროექტებში სოციალური ხარჯების გაზრდას ითხოვენ
ბორჯომის ბიუჯეტის პროექტი 17 მლნ ლარზე მეტია
რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების განხილვა იწყება
თვითმმართველობებმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტებზე მუშაობა დაიწყეს
ადიგენში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს