FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ბიუჯეტების განხილვა გვიანდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.11.2017
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განსახილველად და მერიისთვის დასაბრუნებლად, საკრებულოებს სამი დღე დარჩათ, თუმცა, სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან დოკუმენტი ჯერ მხოლოდ ერთ – ბორჯომის მუნიციპალიტეტში განიხილეს და ისიც, მხოლოდ ოპოზიციამ.

სამცხე–ჯავახეთში ბიუჯეტების განხილვა  გვიანდება

2018 წლის ბიუჯეტის პროექტები ერთ კვირაზე მეტია საკრებულოებშია, თუმცა, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვები ამ დრომდე არ დაწყებულა. დოკუმენტის განხილვა დღეს, 22 ნოემბერს, მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაიწყო.

ბორჯომში სხდომა გუშინ, 21 ნოემბერს დაინიშნა. დღეს ბიუჯეტის განხილვას მხოლოს საკრებულოს უმრავლესობა, ოპოზიციური პარტიების წევრი 15 დეპუტატი ესწრებოდა, უმცირესობა, „ქართული ოცნების“ 13 დეპუტატი, სხდომას არ დაესწრო.

ოპოზიციური პარტების დეპუტატებმა ბიუჯეტი განიხილეს და განაცხადეს, რომ მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება განხილვა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად.

რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, ბიუჯეტის პროექტების განხილვის დაგვიანებას წარმომადგენლობითი ორგანოების დაკომპლექტების პროცესით ხსნიან.

„ჯერ პირველ სხდომას ველოდებოდით, საკრებულოს უფლებამოსილება ხომ უნდა მიეღო. ახლა საკრებულოს აპარატი ტექნიკურ დეტალებს ათანხმებს და მალე ჩანიშნავთ სხდომას“, – გვიხსნის ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 4 მილიონ 700 ლარით განისაზღვრა.

ადიგენის მსგავასად, ჯერ ისევ არ არის ცნობილი, როდის გაიმართება საჯარო განხილვა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ახალციხის საკრებულო რეგიონის დანარჩენ საკრებულებამდე ერთი კვირით ადრე, 14 ნოემბერს დაკომპლექტდა.

საკრებულოს თავმჯდომარე განხილვის დაგვიანებას კომისიების ჩამოუყალიბებლობით ხსნის: „ჯერ კომისიებში ვერ განვიხილეთ, იმიტომ, რომ არ დაკომპლექტებულა, მხოლოდ თავმჯდომარეები ჰყავს. ვადებში აუცილებლად ჩავეტევით“.

ახალციხის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, დაახლოებით 13 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

27 ნოემბერს გეგმავს ბიუჯეტის განხილვას ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე: „25–ია ბოლო ვადა, თუმცა, შაბათი უწევს და ვფიქრობთ, რომ ყველაფერს ორშაბათს მოვასწრებთ“.

კოლეგების მსგავსად, მამუკა მელიქიძეც, ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაჭიანურებას, საკრებულოს გვიან დაკომპლექტებით ხსნის.
ასპინძის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 4 მილიონამდე ლარით განისაზღვრება.

განსხვავებით ასპინძისგან, ნინოწმინდის საკრებულოში ვერ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა. ნინოწმინდის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 5 მილიონს შეადგენს.

თარიღი ჯერ არც ახალქალაქში ჩაუნიშნავთ. ახალქალაქში, მომავალი წლის ბიუჯეტი პროექტი, 17 მილიონამდე ლარით განისაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სამცხე–ჯავახეთში ახალციხის საკრებულო 14 ნოემბერს, დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულო კი 20 ნოემბერს დაკომპლექტდა. საკრებულოებში ბიუჯეტის პროექტები მერიიდან 15 ნოემბერს გადაიგზავნა.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ბიუჯეტის პროექტს ახლადარჩეული საკრებულო განიხილავს
ბორჯომის ბიუჯეტის პროექტი 17 მლნ ლარზე მეტია
ასპინძის ბიუჯეტის პროექტი  4 მლნ–მდე ლარით განისაზღვრა
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების განხილვა იწყება
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან  ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა
ახალციხის ბიუჯეტის ორ დღეში დაწერილი პროექტი საკრებულოს გადაეცა
დღეს ახალციხის თემის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება