FM97.5 / LIVE

ბიუჯეტები საკრებულოებს დაუბრუნდა და მორიგი ეტაპი, საჯარო განხილვები იწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 11.12.2017
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, ხუთმა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვერსია საკრებულოებს, კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადაუგზავნა. ბორჯომში ამბობენ, რომ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს საკრებულოს უახლოეს პერიოდში გადასცემენ.

ბიუჯეტები საკრებულოებს დაუბრუნდა და მორიგი ეტაპი, საჯარო განხილვები იწყება

მერიებიდან საკრებულოებში ბიუჯეტის პროექტის დაბრუნების ვადა 10 დეკემბერს ამოიწურა. ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია ამბობს, რომ შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს მალე დაუბრუნებს: „10 დეკემბერი კვირა იყო, ამიტომ, შევეცდებით მალე გადავაგზავნოთ“.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის განმარტებით, აღმასრულებელმა ორგანომ მათი შენიშვნები გაითვალისწინა. საკრებულომ მერიისგან ბიუჯეტი 8 დეკემბერს მიიღო. ამ დროის მონაცემებით, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 13 მილიონი ლარით განისაზღვრება.

7 დეკემბერს მიიღო საფინანსო დოკუმენტი მერიისგან ადიგენის საკრებულომ. აქაც ირწმუნებიან, რომ შენიშვნები გათვალისწინებულია. ადიგენის ბიუჯეტი 4 მილიონ 700 ლარია.

„ჩვენი შენიშვნა, რომ თანხები დამატებოდა სოციალურ პაკეტს და კეთილმოწყობის სამსახურს, მერიამ გაითვალისწინა. რაც შეეხება ასპინძის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობას, ამ პროექტმა 2019 წლისათვის გადაინაცვალა“,– ამბობს ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე.

ასპინძაში ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია. დოკუმენტი საკრებულოს 8 დეკემბერს გადაუგზავნეს.

8 დეკემბერს დააბრუნა შესწორებული პროექტი წარმომადგენლობით ორგანოში ნინოწმინდის მერიამ. მუნიციპალიტეტის მერის ანივარდ მოსოიანის განმარტებით, საკრებულოს ყველა შენიშვნა გაითვალისწინა. ნინოწმინდის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 5 მილიონი ლარია.

საკრებულოს დეპუტატებს დაუბრუნდათ განსახილველად ბიუჯეტი ახალქალაქშიც. ახალქალაქის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარამდეა.

ამ ეტაპზე დოკუმენტის საჯარო განხილვები უნდა დაიწყოს. განხილვები ჯერ ჩანიშნული არცერთ მუნიციპალიტეტში არ არის.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან  ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა
ასპინძის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ბორჯომისა და ასპინძის საკრებულოები ბიუჯეტის პროექტებში სოციალური ხარჯების გაზრდას ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთში ბიუჯეტების განხილვა  გვიანდება
პრიორიტეტები ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – საკრებულოებმა ბიუჯეტი დაამტკიცეს
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების განხილვა იწყება
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება