FM97.5 / LIVE

ბაღის ყოფილი თანამშრომელი დირექტორს უჩივის

მთავარისამართალი 23.07.2013
ახალციხის პირველი ბაგა-ბაღის ყოფილი თანამშრომელი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს დეკრეტული შვებულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. თეა კუჭაძე ირწმუნება, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრამდე ჩავა.

ბაღის ყოფილი თანამშრომელი დირექტორს უჩივის
რას ითხოვს თეა კუჭაძე

თეა კუჭაძე ახალციხის პირველ ბაგა-ბაღში მზარეულის თანაშემწედ 2013 წლის 1 მარტს დაინიშნა. კუჭაძეს სამთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

სამსახურის დაწყებიდან ორ თვეში, ფეხმძიმობის გამო, თეა კუჭაძემ დეკრეტული შვებულება აიღო. მოგვიანებით, სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი კუჭაძესა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელობას შორის.
კუჭაძე ადმინისტრაციას ხელშეკრულების გაგრძელებას და ოთხი თვის ხელფასს სთხოვს.

„ოთხი თვის ხელფასი უნდა მოეცათ და ერთი თვის, 146 ლარი გადამიხადეს, ამით დაირღვა ჩემი უფლებები. ვითხოვ ხელფასი სრულად ამინაზღაურონ. ასევე მაინტერესებს, რატომ აღარ გამიგრძელეს ხელშეკრულება“, - ამბობს იგი.

უთანხმოება ბაღის მენეჯერთან

თეა კუჭაძე ფიქრობს, რომ ხელშეკრულების ვადის გაუგრძელებლობის მიზეზი მისი და ბაღის მენეჯერის უთანხმოებაა.

კუჭაძე ამბობს, რომ ბაგა-ბაღში იმაზე მეტ სამუშაოს აკეთებინებდნენ, ვიდრე ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისირი: „მზარეულის თანაშემწე ვიყავი და სამზარეულოში უნდა მემუშავა, მაგრამ გარდა ამისა, მარეცხინებდნენ ჯგუფის ჭურჭელსაც. ერთი ადამიანი ამდენ საქმეს როგორ შეძლებდა?! არცერთ ბაღში ასეთი რამ არ ხდება. ყველგან ძიძები რეცხავენ“.

ხელმძღვანელების პოზიცია

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ კუჭაძის მიმართ არც დავალიანება აქვთ და არც მისი ხელშეკრულების გაგრძელების ვალდებულება .

„საავადმყოფოდან მოიტანა ბიულეტენი, რომელშიც წერია პიროვნებას რამდენი დღე აქვს ნამუშევარი და რამდენი ჰქონდა დარჩენილი. დარჩენილი ჰქონდა ერთი თვე. გამოითვალა ბუღალტერმა, ჩაუწერა გრაფაში და ამ გოგონამ დოკუმენტი წაიღო სოციალური მომსახურების სააგენტოში. დეკრტულ შევბულებას 600 ლარამდე სახელმწიფო ანაზღაურებს, თუ იქნებოდა ამ ქალბატონის უფრო მეტი, ვიდრე 600 ლარი, მაშინ ჩვენი სამსახური დაუმატებდა“, - ამბობს ააიპ ახალციხის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების იურისტი მარინა აბულაძე.
რაც შეეხება მის სამსახურიდან წასვლას, ადმინისტრაციაში განმარტავენ , რომ კუჭაძე საცდელი ვადით იყო აყვანილი სამსახურში და ხელშეკრულების გაგრძელების ვალდებულება არ ჰქონიათ.

„ამ გოგონას გაუვიდა ხელშეკრულების ვადა. კანონი ჩვენ გვაძლევს უფლებას, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება აღარ გავუგრძელოთ“, - განმარტავს მარინა აბულაძე.

გართიანებაში ამბობენ, რომ ხელშეკრულების ვადის არგაგრძელების მიზეზი მენეჯერის მოხსენებითი ბარათი გახდა.

„კუჭაძე თავიდან ნახევარ შტატზე იყო, მეორე თვიდან მთლიანზე გადავიდა და რა თქმა უნდა გაეზარდა მოვალოებებიც, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ხელშეკრულება, რომელიც თავიდან დავუდეთ, ხელში ეკავა და ამბობდა, ეს საქმე ჩემს ვალდებულებაში არ შედისო. ეს არის ადამიანური ფაქტორი, კოლექტივში რომ შედიხარ, იქაური ქუდიც უნდა დაიხურო, მით უმეტეს, რომ მომავალი დედა იყო. ხომ შეიძლებოდა მოხმარებოდა?! იქ ყველა თანამშრომელი ეხმარება ძიძებს ბავშვების ჭამასა და სხვა საქმიანობაში. როდესაც მენეჯერმა სთხოვა დახმარება, უარი მიიღო. მეორე დღეს მისი მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და უთხრა ჩემს მეუღლეს ნუ ტვირთავთო. ამის შემდეგ მენეჯერისგან მოვიდა მოხსენებითი ბარათი, რომ ხელშეკრულებას ვადა რომ გაუვა, აღარ მაქვს სურვილი ხელშეკრულება გაუგრძელდესო.თვითონ იყო კონფლიქტური, ეგონა, რომ მას ავიწროებდნენ, ვიფიქრეთ, რომ მისი ბავშვებთან მუშაობა სასურველი არ არის“, - ამბობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ნანა გელაშვილი.

ბაგა-ბაღის მენეჯერი: „უნდოდა, რომ არაფერი ეკეთებინა“
პიველი ბაგა ბაღის მენეჯერი თამარ ქიმერიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შტატების დამატების საშუალება მიეცათ, გაერთიანების ხელმძღვანელობას მოთხოვნა გაუგზავნა, რომ სჭირდებოდა ჭურჭლის მრეცხავი, რადგან მზარეული თავის საქმეს თავისუფლად ასწრებდა.

„მზარეული თავის საქმეს აკეთებს და ყველაფერს ასწრებს, მაშინ მაგას ხელფასი რაში უნდა აეღო?! მაგას უნდოდა, რომ არაფერი ეკეთებინა. მენეჯერი ვარ და ყველაფერიში ვეხმარები ძიძებს. ბავშვებს ვაჭმევ და კიდევაც ვუცვლი. ასეა მთელი კოლექტივი, მუსიკის მასწავლებელიც და დარაჯიც. ერთადერთხელ ვთხოვე, რომ ძიძებს ბავშვების ჭამაში მიხმარებოდა“, - ამბობს იგი.

ბაღების იურისტი სოციალური მომსახურების სააგენტოს ადანაშაულებს

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ დეკრეტული შვებულების თანხის მოთხოვნით კუჭაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიაკითხოს.

„საბიულეტენო ფურცელი მოიტანა ჩვენთან, დავუანგარიშეთ გაცდენილი დღეებით რა ეკუთვნოდა მას, ლიბერთი ბანკიდან წარმაოდგინა ცნობა, მოიტანა პირადობა, ჩვენ გავუკეთეთ მომართვა, გადავუღეთ ბიულეტენის ფორმის ასლი დამუშავებული, ყველაფერი ჩავაბარეთ და გავატანეთ. ამ ქალბატონმა მიიტანა თუ არა, ვერ გეტყვით. ეს არის 7 მაისით დათარიღებული. გასავლის ნომერია 65“, - ამბობს გაერთიანების მთავარი ბუღალტერი ია გაჩეჩილაძე.

ახალციხის საციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით გოგალაძის განმარტებით, იმისათვის, რომ თანხა სრულად ჩარიცხულიყო, ბაღების გაერთიანების ბუღალტერმა მონაცემები სრულყოფილად არ გაუგზავნათ.

„სპეციალურ ფორმაში მიუთითეს იმდენი, რამდენის ანაზღაურებასაც თვითონ აპირებდნენ. რაც გამოატანეს, ჩვენ ის გადავაგზავნეთ კიდეც. მათ უნდა მიეთითებინათ, რომ მას ეკუთვნის სრული ანაზღაურება“, - აცხადებს დავით გოგოლაძე.

კუჭაძე საქმეში საკრებულოს რთავს

საჩივრის წერილით, რომელშიც იგი თავისი უფლებების დაცვას ითხოვს, კუჭაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა. საკრებულომ მის საკითხზე 15 ივლისს გამართულ სხდომაზე იმსჯელა.

„კანონის მოთხოვნის შესაბამისად მოხდება ყველაფერი. დავავალე ააიპ-ის ხელმძღვანელობას უზრუნველყონ მათ მიერ გამოცემული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის უფლებები არ დარღვეულა, თუმცა, რადგან იურისტი არ ვარ, რა როგორ უნდა ყოფილიყო ვერ გეტყვით, ამას განხილვა სჭირდება“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

ბაღის ყოფილი თანამშრომელი დირექტორს უჩივის

თეა კუჭაძე: „მე ჩემი სიმართლის მჯერა“

თეა კუჭაძე რუსთაველის #20-ში ნაქირავებ ბინაში ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი ხელფასი იყო. კუჭაძე ამბობს, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია და თავისი უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებს.

„მე ჩემი სიმართლის მჯერა, ივანიშვილამდე ჩავალ და თავს არავის დავაჩაგვრინებ. ამას გავაკეთებ, თუ სანდროშვილი არ დამეხმარება, ჯერ ველოდები პასუხს. ჩემ სიმართლეში დარწმუნებული ვარ“, - ამბობს კუჭაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მზია ქობესაშვილი: "სამართალმა იზეიმა"
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
მესამე დღეა ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში გათბობა არ აქვთ
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება