FM97.5 / LIVE

ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.01.2015
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერი ნინო ბაღდოშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას აღარ უხელმძღვანელებს; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მეუღლემ თანამდებობა დატოვა;

ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა

ნინო ბაღდოშვილის პირადი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ხუთ იანვარს დააკმაყოფილეს.

„განცხადება გათავისუფლების შესახებ ნამდვილად ჩემი ნებით დავწერე, მაგრამ ჩემი სურვილით არ დამიწერია“, - ამბობს ბაღდოშვილი.

„ბაღში არსებობს გარკვეული ბარიერები და არ მინდა ეს ბაღი ჩემს გამო მიზანში იყოს ამოღებული. ბაღის თანამშრომლებს მშვიდი მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ“, – წერს ბაღდოშვილი განცხადებაში.

კითხვაზე, რა იგულისხმება მიზანში ამოღებაში, გვპასუხობს: „იყო რაღაც, რაც თვალით არ ჩანს. მაგრამ იმის გამო, რომ მე ოლეგ სანდროშვილის ცოლი ვარ, პრობლემა სულ იქნება“.

ბაღდოშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 2 დეკემბერს დაწერა. მას შემდეგ, რაც ქალაქის მერს ბაღში შეტანილ პურში აღმოჩენილი თაგვის კვალი აჩვენა.

„ახლა ბაღში უფროსის მოვალეობას მასწავლებელი ნანა ბარბლიშვილი ასრულებს. ძალიან კარგი მასწავლებელია და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სწორი არჩევანი გააკეთეს“, - ამბობს ბაღდოშვილი.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ რამდენიმე განცხადება მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერის პოზიციაზე უკვე შესულია და არჩევანს მათ შორის საუკეთესოზე გააკეთებენ. რაც შეეხება ბაღდოშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას ვინმე პრობლემებს იმის გამო უქმნიდა, რომ სანდროშვილის ცოლია, გაერთიანებაში აბსურდულს უწოდებენ: „პირადი განცხადება დაუკმაყოფილეს და ის, რომ სანდროშვილის ცოლია, ნამდვილად არაფერ შუაშია“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღს ახალი მენეჯერი ჰყავს
ახალციხის ერთ–ერთ საბავშო ბაღში პურში თაგვის ცურცლი იპოვეს
300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ
'რას იზამ, ოჯახში ნე ბეზ უროდაო, ხომ გაგიგია'– N1 ბაგა–ბაღის მენეჯერი სამსახურიდან წავიდა
ახალციხის მეხუთე ბაღის ეზოში საბავშვო ატრაქციონი დადგეს
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ახალციხის საბავშვო ბაღებისთვის თანამშრომლებს არჩევენ