FM97.5 / LIVE

ავარიის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი საავადმყოფოში რჩება

მთავარისიახლე, სამართალი 06.10.2018
მოპედის მძღოლი, რომელიც ავარიის შედეგად დაზიანდა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მან დაზიანებები სახის არეში მიიღო.

ავარიის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი საავადმყოფოში რჩება

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ინფორმაციით, მოპედის მძღოლი 18 წლისაა. მას ავარიის შედეგად შინაგანი ორგანოების დაზიანება არ მიუღია, თუმცა ჭრილობები აქვს სახის არეში და ცხვირის მოტეხილობა აღენიშნება.

"სახის არეში ქირურგიული ჭრილობები ჰქონდა. ეს ჭრილობები დამუშავებულია. ასევე აქვს ცხვირის მოტეხილობაც, მაგრამ ეს შემდგომი ეტაპის საქმეა. სხვა დანარჩენი სტაბლური მდგომარეობაა", – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.

მისივე თქმით, პაციენტი ჯერ–ჯერობით საავადმყოფოში რჩება და იგი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ავარია გუშინ, 5 ოქტომბერს, ქალაქ ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. მოპედი "ოპელის" მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მხოლოდ მოპედის მძღოლი დაზიანდა.

მომხდარზე ძიება სსკ–ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა [Photo]
ავარია ახალციხეში - დაშავებულია მოპედის მძღოლი
ავარიისას დაშავებული მოპედის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია
მძღოლმა, რომელიც აწყურში მოზარდს დაეჯახა, დაშავებული მიატოვა
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება
ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს