FM97.5 / LIVE

ნიკა მელია:არჩევნებზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 30.10.2018
ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, ახალქალაქის და ნინოწმინდის ოლქებში ყველა საარჩევნო უბანზე იქნება გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი.

ნიკა მელია:არჩევნებზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით

„მწყობრიდან არის გამოსული მთელი „ქართული ოცნება“, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ენძელ მკოიანი ასრულებს პოლიტიკურ დავალებას. ვერ ვაღირსებთ ბიძინა ივანიშვილს იმას, რაც მას ძალიან უნდა. არ წამოვეგებით პროვოკაციებზე. ძალიან მშვიდობიანად, ძალიან ორგანიზებულად მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უარს ეტყვის ენზელ მკოიანებს, ფარცხალაძეეებს, სუბელიანებს, გახარიებს და ივანიშვილებს. ფიზიკურად ვიქნებით ახალქალაქსა და ნინოწმინდაში და ვიქნებით გარანტი აქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა, იმიტომ, რომ აქ არ არსებობს კომპეტენტური ორგანო, რომელიც დაიცავს მოქალაქეების უფლებებს“, – ამბობს ნიკა მელია.

მისი თქმით, ახალქალაქში დაპირისპირების დაწყების მიზეზი „ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმაა.

„გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მიხეილ აგაბაბიანი, რომელიც ამავე დროს არის ცესკოში წარმომადგენელი, გადაადგილდებოდა საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით რა დროსაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა ენძელ მაკოიანმა ძმასთან ერთად გააჩერა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ გადმოიყვანეს მანქანიდან და მას ოცამდე შეიარაღებული პირი ხელკეტებით და ე.წ კასტეტებით გაუსწორდა“, – განაცხადა ახალქალაქში ყოფნისას ნიკა მელიამ.

მისი თქმით, აგაბაბიანის ცემის შემდეგ, დაახლოებით 20 კაციანი ჯგუფი ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბთან მივიდა: „შტაბთან მდგომ ყველა წევრს დაუწყეს უმოწყალო ცემა. ვინც ამ დროს შენობაში იმყოფებოდა და გარეთ გამოვიდა იმათმაც დანარჩენების ბედი გაიზიარეს. ამ ყველაფერს ენძელ მკონიანის ზონდერ ჯგუფები აკეთებენ“.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ს ოფისზე თავდასხმა დღეს, 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიოული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმა დაესხნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა და იგი ამ წუთებში თბილისში გადაჰყავთ. სამს კი, როგორც ექიმები აცხადებენ სახის დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს
'ქვეყანაში დაპირისპირების დაწყების მცდელობაა', – ვაშაძე ახალქალაქში ჩავიდა
ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის პირადობა იპოვეს [Video]
აშოტ რაისიანი: ‘45–მდე აქტივისტი დაგვესხა თავს, პარტიას აგინებდნენ’
‘ჩვენ რევანშისთვის არ მოვდივართ’ – ვაშაძე სამოქალაქო ომის დაწყებაზე ფოფხაძეს პასუხობს