FM97.5 / LIVE

ხვედელიანის ადვოკატი: გამორიცხულია მამუკამ ქვეყანა დატოვოს

მთავარისამართალი 17.07.2013
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის სამართლებრივი დევნა ისევ დაიწყება. აქვს თუ არა მას უფლება ქვეყანა დატოვოს და მიემალება თუ არა იგი გამოძიებას;

ხვედელიანის ადვოკატი: გამორიცხულია მამუკამ ქვეყანა დატოვოს
უახლოეს ერთ თვეში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა ხვედელიანის საქმესთან დაკავშირებით ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მანამდე კი პროკურატურა რევაზ არუცევის მკვლელობის ფაქტს იძიებს. არუცევის ოჯახის წევრები 22 წლის ბიჭის მკვლელობაში მამუკა ხვედელიანს ადანაშაულებენ.

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმეზე ძალიან ბევრი მოქმედებებია ჩატარებული: „სამწუხაროდ, თავიდან მაგ საქმეს, იმისთვის, რომ ცხელ კვალზე გახსნილიყო დანაშუალი, ბევრი რამ დააკლეს. არაპროფესიონალიზმით თუ სხვა მიზეზით ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. დღეს კი, წლების გასვლის გამო, საქმის გამოძიება რთულია“.
ამ დრომდე აღნიშნულ საქმეში ხვედელიანის ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის.

„იმისთვის, რომ პირს ბრალი დასდო, უნდა შეაგროვო მტკიცებულება. იმ ფონზე, როცა მამაკაცის გაუპატიურებაზე ამხელა მტკიცებულებები არსებობდა, მაგრამ სასამართლომ მაინც გაამართლა, ვცდილობთ ამჯერად მტკიცებულებები კიდევ უფრო მრავლად გვქონდეს, რომ ბოლოს და ბოლოს სასამართლომ მიიღოს ეფექტური გადაწყვეტილება“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ხელახლა სისხლის სამართლებრივი დევნის მოლოდინისა და იმ საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც მისი დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პერმანენტული გახდა, სავარაუდო ხდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა ხვედელიანმა საქართველო დატოვოს და გამოძიებას მიემალოს.

ოლქის პროკურორი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის ხვედელიანს არანაირი საფუძველი არ აქვს ქვეყნიდან წავიდეს, რადგან იგი სასამართლოს მიერ გამართლებულია. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა უფლება საზღვარი გადაკვეთოს - არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი არუცევის მკვლელობაში ამ დრომდე ბრალდებული არ არის.

ხვედელიანის ადვოკატი მერაბ გოგოლაძე გვარწმუნებს, რომ იგი არსად წასვლას არ აპირებს: „გამორიცხულია მამუკამ ქვეყანა დატოვოს. ეს მის ინტერესებშიც შედის, რადგან აცხადებს, რომ უდანაშაულოა და სურს ეს დაამტკიცოს კიდეც“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვედელიანის სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
პროკურორი - მოსამართლემ ხვედელიანის საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო
პროკურატურა კვლავ ხვედელიანის საქმეზე მუშაობს
შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი
მამუკა ხვედელიანის საქმეში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
გაგრძელდება თუ არა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის  სასამართლო პროცესები
მამუკა ხვედელიანის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს