FM97.5 / LIVE

ზურაბიშვილის შტაბები ‘ოცნების’ ოფისებში – 'ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს'

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 19.10.2018
სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბები იმავე შენობაშია, სადაც რამდენიმე კვირის წინ „ქართული ოცნების“ შტაბები იყო.

ზურაბიშვილის შტაბები ‘ოცნების’ ოფისებში – 'ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს'
ახალციხე


„ქართულმა ოცნებამ“ ცხრა ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერდა. ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ ოფისები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა. ორ–სამ ოქტომბრამდე კი, ვიდრე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს გამართავდა, მუნიციპალიტეტებში „ოცნების“ ოფისები მის საარჩევნო შტაბებად გადაკეთდა.

რეგიონში, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები „ქართული ოცნების“ წევრები არიან. ახალციხეში საარჩევნო შტაბს ახალციხე–ადიგენის მჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალქალაქში საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მერები ხელმძღვანელობენ.

რა ფორმით მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის ოფისების გადაცემა, შტაბებში არ საუბრობენ.

ზურაბიშვილის შტაბები ‘ოცნების’ ოფისებში – 'ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს'
ბორჯომი


„ისე გადაეცა „ოცნების“ შტაბი ბორჯომში ზურაბიშვილს, როგორც ეს ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოხდა. არ მცალია მაგაზე სალაპარაკოდ ახლა“, – გვითხრა სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელმა და ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ.

ნინოწმინდის „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ძამოიანი ამბობს, რომ „ოცნების" ოფისის მესაკუთრესთან მათ ხელშეკრულება გააუქმეს, შემდეგ კი ფართის ქირაობაზე მასთან ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბმა ახალი ხელშეკრულება დადო: „როგორც ვიცი ასე მოხდა ყველგან“.

ზურაბიშვილის შტაბები ‘ოცნების’ ოფისებში – 'ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს'
ნინოწმინდა


შეკითხვაზე, რა ფორმით გადაეცა „ოცნების“ ოფისები დამოუკიდებელ კანდიდატს, ზურაბიშვილის შტაბში გვითხრეს, რომ ამაზე პასუხის მისაღებად „ოცნების“ სათაო ოფისში უნდა დაგვერეკა.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კი განაცხადეს, რომ ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბებისთვის მუნიციპალიტეტებში ოფისები იქირავა და შესაბამისად თანხასაც თავად იხდის.

ზურაბიშვილის შტაბები ‘ოცნების’ ოფისებში – 'ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს'
ასპინძა


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ თუ ფართები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ნაქირავები აქვს, ეს კანონდარღვევა არ არის, თუმცა, შესძლოა აქ ადმინისტრაციული რესურსის ირიბი გამოყენების ფაქტები იკვეთებოდეს და ამიტომ ამ საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს: „უნდა იქნეს სწორად გამოკვლეული, ადგილი ხომარ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენებას, ან „ოცნების“ დაფინანსების გამოყენებას ზურაბიშვილის სასარგებლოდ“.

სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის ირიბ გამოყენებაზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძეც: „ხელშეკრულებებია სანახავი იმის შესამოწმებლად ფორმალურადაა ისინი გაფორმებული თუ არა, ასევე, იმის გასარკვევად შეღავათიან ფასში ხომარ აქვს ზურაბიშვილს ეს ოფისები ნაქირავები და რამდენად რეალურ თანხას იხდის ამისთვის. თუმცა, ეს ხელშეკრულებები საჯარო არაა. ერთადერთი სადაც ეს შეიძლება აისახოს ზურაბიშვილის დეკლარაციაა“.

ზურაბიშვილის შტაბები ‘ოცნების’ ოფისებში – 'ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს'
ადიგენი


სალომე ზურაბიშვილს ბოლო დეკლარაცია შევსებული 2017 წლის 16 იანვარს აქვს. იურისტები ფიქრობენ, რომ ვიდრე იგი ახალ დეკლარაციას შეავსებს, ამ საკითხით აუდიტის სამსახური დაინტერესდება.

ზურაბიშვილის შტაბები ‘ოცნების’ ოფისებში – 'ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს'
ახალქალაქი


[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილის აგიტაცია, ბორჯომში,  N8 ლიკანის საარჩევნო უბანზე
‘ოცნების’ რაიონული შტაბები მითითებებს ცენტრიდან ელიან
‘ადმინისტრაციულ რესურსს ირიბად იყენებენ’ – რა წერია გაზეთებში, რომლებსაც ასპინძაში არიგებენ
ადგილობრივები: ‘ადიგენში ‘ოცნების’ აქტივისტი ზურაბიშვილისთვის ხელმოწერებს აგროვებს’
ახალციხეში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება
'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს
კორტანეთის უბანში დამკვირვებელი ზურაბიშვილის 'სააგიტაციო ჟილეტით'იყო