FM97.5 / LIVE

ადიგენში ენმ–ს მხარდამჭერი ამბობს, რომ ‘ოცნების’ აქტივისტებმა მანქანა დაუზიანეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.10.2018
ადიგენში ენმ–ს მხარდამჭერი ლალი ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ სოფელ აბასთუმანში „ოცნების“ აქტივისტები მას ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი მანქანა დაუზიანეს. შემთხვევის ადგილზე ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მუშაობენ.

ადიგენში ენმ–ს მხარდამჭერი ამბობს, რომ ‘ოცნების’ აქტივისტებმა მანქანა დაუზიანეს

შემთხვევა დღეს, 19 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ლალი ბოჩიკაშვილი სატელეფონო საუბარში ყვება, იგი თანაგუნდელებთან ერთად სოფელ აბასთუმანში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავდა.

„ორ ქალთან ერთად ვიყავი ჩემი მანქანით, „ნისან მარჩით“. მანქანა სოფლის შესასვლელში გავაჩერეთ და ფეხით გავაგრძელეთ გზა. სოფლის ცენტრში რომ მივედით, „ოცნების“ აქტივისტები შეგხვდნენ, შვიდი–რვა ახალგაზრდა ბიჭი იყო, „ოცნების“ მაისურები ეცვათ და ხელშიც ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა ეკავათ. დაცინვა დაგვიწყეს, ცოცხების პარტია ხართ, 400–ლარიანებიო, არ ავყევით. მანქანასთან რომ მოვბრუნდი და დავქოქე, საბურავი სულ დაშვებული იყო, შიგნით ხე ჰქონდა შერჭობილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათ გააკეთე“, – ამბობს ბოჩკაშვილი.

ბოჩიკაშვილმა 112–ზე დარეკა, ადგილზე ამ წუთებში (20:40 საათი) სამართალდამცველები მუშაობენ.

ენმ–ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ოცნების“ არცერთ აქტივისტს არ იცნობენ. „არ ვიცით ვინ არიან, შუადღის მერე დაგვყვებიან. ერთ ხანდაზმულ მამაკაცს ვაშაძის ბუკლეტი მივეცი, ერთ–ერთი მვიდა, გამოართვა და გადახია“, – გვიყვება მაია ზაზაშვილი, რომელიც დღეს სოფელ აბასთუმანში ენმ–ს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალას ლალი ბოჩიკაშვილთან ერთად ავრცელებდა.

„ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის: „წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობთ, დავინტერესდები და გავარკვევ პარტიაში რა მოხდა“.

ენმ–ს წარმომადგენლების მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე არაფერი იცის სოფელ აბასთუმანში მერის წარმომადგენელმა ვიქტორ მინაძემაც: „ოჯახის წევრი მყავს შეუძლოდ, მთელი დღე საავამდყოფოში ვიყავი, ავალ სოფელში და გავარკვევ“.

ადიგენის რაიონულმა სამმართველომ ძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
აბასთუმანში ავარიის შედეგად მეცხრეკლასელი ბიჭი გარდაიცვალა
”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
‘ოცნების’ აქტივისტებმა ჩანდურაში ჩვენს წარმომადგენელს სცემეს’ – ენმ–ს ლიდერი ახალქალაქში
აბასთუმანში თოფით მიყენებული ჭრილობებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
ადიგენში "ოცნების" საოლქო ორგანიზაციას ზაქარია ენდელაძე უხელმძღვანელებს