FM97.5 / LIVE

აქციის მონაწილეები - გაჩერებას არ ვაპირებთ!

მთავარისამართალი 11.07.2013
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები მომდევნო ეტაპზე იმ დაწესებულებების ხელმძღვანელებთან გეგმავენ შეხვედრებს, რომლებსაც ხვედელიანის საქმის მოკვლევა ევალებათ.

აქციის მონაწილეები - გაჩერებას არ ვაპირებთ!
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანისა და მართან ერთად ბრალდებული ოთხი პოლიციელის გათავისუფლება ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან დღეს, 11 ივლისს, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, აქცია გაცნობითი ხასიათის იყო.

„გვინდოდა მთელს საქართველოს გაეგო, რომ დაიწყო სამოქალაქო მოძრაობა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ერთ-ერთი ეტაპი უზენაეს სასამართლოსთან დიდი აქცია იქნება, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, კოტე კუბლაშვილი არის ბოროტების სათავე საქართველოში.მან შექმნა სისტემა, სადაც არანაირი სამართალი არ არსებობს, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთებზე იყო აწყობილი და ის უნდა დაისაჯოს ისევე, როგორც დაისჯება მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ბოროტებას ჩაუყარა საფუძველი“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა გოგა ხაინდრავამ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ აქციაში, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველებიც მონაწილეობდნენ.

„სახალხო კრება“ ყოველთვის იქაა, სადაც უსამართლობის წინააღმდეგ იბძვიან. ამ უზნეობას, რაც ერთი კვირის წინ ახალციხეში მოხდა, ისე არ დავტოვებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამ ყველაფერს ბოლო მოეღება ოქტომბერში, როცა კოჰაბიტაციური რეჟიმი დასრულდება და ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს. მივაღწევთ იმას, რომ საქართველო ყველა დამნაშავისაგან გათავისუფლდეს“, - განაცხადა „სახალხო კრების“ წევრმა გია ბურჯანაძემ.

საინიციატივო ჯგუფის წევრს ირმა ინაშვილს იმედი აქვს, რომ საპროტესტო აქციები და სამოქალაქო მოძრაობა გარკვეულ შედეგს გამოიღებს.

„ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ თუ ადამიანი მწამებელია, სასამართლომ ასე უცერემონიოდ გაათავისუფლოს. წამება არის ყველაზე მაღალი კატეგორიის დანაშაული, ამიტომ ამ გამოძიების პროცესში ჩვენ ჩავრთეთ უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჟურნალისტები, ჩვენ ვხვდებით საელჩოებს, შევხვდით სახალხო დამცველს, რომელმაც აღგვითქვა, რომ შეისწავლის ამ საქმეს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.

„კუბლაშვილის სისტემამ გამოუშვა ის ჯალათები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ხალხს აწამებდნენ, დასდევდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს იყო ბოლო წვეთი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ჯალათი მოსამართლეები და პოლიციელები მოხვდნენ იმ დამნაშავე ხალხის სკამზე, სადაც ჩვენ უსამართლოდ დაგვსვეს“, - ამბობს დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ყოფილი პოლიტპატიმარი გივი გაჩეჩილაძე.

„ჩვენ გვინდა ისეთი მოსამართლე და ნებისმიერ თანამდებობაზე ისეთი პირი, რომელიც სამართლიანი იქნება და სამართლიანობას აღადგენს“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლელა ჩიტორელიძე.

საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, მომდევნო ეტაპზე ისინი იმ დაწესებულების ხელმძღვანელებს შეხვდებიან, ვისაც აღნიშნული საქმის მოკვლევა ევალება.

„ჩვენ შევხდებით კბილაშვილს, ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომლებსაც აქვთ იმის კომპეტენცია, რომ ამ საქმის ანალიზი გააკეთონ. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ ადგილი ჰქონდა წამება თუ ცილისწამებას“, - ამბობს გოგა ხაინდრავა.

ამავე თემაზე იხილეთ ფოტორეპორტაჟი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დაიწყო
ხვედელიანის გათავისუფლებას ხვალ ბორჯომში ისევ გააპროტესტებენ

ირმა ინაშვილი ბორჯომელებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
ხვედელიანის გათავისუფლებას ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტებენ
ხაინდრავა - ხვედელიანის შემდეგ მერაბიშვილი და ახალაია გამოვლენ გარეთ
აქციის მონაწილეები კუბლაშვილის გადადგომას ითხოვენ