FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარში ეტლი არ ეტევა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 17.10.2018
ახალციხის ციხეზე შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო დაკეტილია. ტუალეტის კარში ეტლი არ ეტევა და ამიტომ მისი ფუნქციონირება შეუძლებელია.

ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარში ეტლი არ ეტევა

ახალციხის ციხეზე ორი საპირფარეშოა, ერთი ზედა, მეორე კი ქვედა ტერიტორიაზე. შშმ პირებისთვის განკუთვნილი ტუალეტი ქვემოთაა, თუმცა იქამდე ეტლით მისვლა მაინც შეუძლებელია - შესასვლელში კიბეა და არა პანდუსი. ასეც რომ არ იყოს, ეტლით მოსარგებლე ტუალეტში მაინც ვერ შევა, 2012 წელს, როცა ციხის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, შშმ პირებისთვის ადაპტირებულ საპირფარეშოს პატარა კარი გაუკეთეს.


ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარში ეტლი არ ეტევა

„მე რომ დავინიშნე დაკეტილი დამხვდა იმ მიზეზით, რომ ეტლი შიგნით არ ეტეოდა. როდის დაკეტეს არ ვიცი“, – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე შვიდი თვის წინ დაინიშნა, თუმცა, ამ დრომდე ხარჯთაღრიცხავაც კი არ შეუდგენია იმის გასარკვევად, თუ რა დაჯდებოდა ციხის ბიუჯეტისთვის ტუალეტის კარის შეცვლა.

შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშოსთვის კარის შეცვლაზე არც მის წინამორბედებს უფიქრიათ. ილია სიდამონიძე ციხეს 2014–2016 წლებში ხელმძღვანელობდა, თუმცა შესაბამისი კარის მოწყობა ტუალეტისთვის ვერ მოახერხა. ამბობს, რომ მიზეზი არასაკმარისი თანხები იყო, მაგრამ შეკითხვაზე, რა ჯდებოდა ერთი კარის შეცვლა, სიდამონიძე გვპასუხობს, რომ „არ დაუთვლია“.

საპირფარეშოს ფუნქციონირება ვერც სიდამონიძის შემდეგ დანიშნულმა დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა მოახერხა. ამჟამად იგი ახალციხის მერიაში კულტურის სამსახურის ხელმძღვანელია.

„ჩვენ გვსურდა კარის და მისასვლელის მოწესრიგება, მაგრამ კედლის მონგრევა ვერ ხერხდებოდა“, – გვითხრა ზაზა თამარაშვილმა, რომელიც ციხეს 2016–2017 წლებში ხელმძღვანელობდა.

ახალციხის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე, რომლის დროსაც ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამბობს, რომ საპირფარეშოს კართან დაკავშირებთ ინფორმაცია არ აქვს: „ძველი ნაგებობაა და მისი უბრალოდ რეაბილიტაცია მოხდა, რაც იყო შესაძლებელი გაკეთდა, მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩვენ გავაკეთეთ საპირფარეშო შშმ პირებისთვის, დანარჩენი არ ვიცი“.

ციხის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საპირფარეშოს შესასვლელ კარს წელს შეცვლიან. ამას ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც გვიდასტურებენ.

„სავარაუდოდ, ბიუჯეტში კორექტირებას ერთ თვეში შევიტანთ და წელს დავიწყებთ როგორც კარის, ისე მისასვლელი გზის ადაპტირებას და სავარაუდოდ, წელსვე დავასრულებთ“, – ამბობს დავით ტაბატაძე.

ციხის ტერიტორიაზე საპირფარეშო არაა ერთადერთი ადგილი, სადაც შშმ პირებს დამოუკიდებლად მისვლა ეზღუდებათ. არაადაპტირებულია სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“, ციტადელი, რესტორანი „რაბათი“, კაფე „გოლდენ თაიმი“, ადმინისტრაციული შენობა და სხვა ობიექტები.
პანდუსით უზრუნველყოფილი ციხის ტერიტორიაზე მხოლოდ სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის შესასვლელია. თუმცა, აქამდე მისვლა შშმ პირებს, შემოვლითი გზით, ციხის ზედა ტერიტორიიდან შეუძლიათ. ციხის ქვედა ტერიტორიიდან, სადაც ბილეთბი იყიდება და ვიზიტორთა ცენტრია, ზედა ნაწილში შშმ პირი ვერ მოხვდება.

„ეტლით ვინც არის, იმას ციხის ზედა ტერიტროიიდან ვუშვებთ. ერთადერთი ციტადელზე ვერ ავლენ, ის ისეთი ადგილია, რომ ფიზიკურად პანდუსის გაკეთება შეუძლებელია“, – ამბობს ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხემ 22 სექტემბერს შშმ პირთა ფესტივალს უმასპინძლა. ამ დღეს ციხის ტერიტორიაზე მათთვის გაიმართა არაერთი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი და ქალაქის მერი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ..

ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარში ეტლი არ ეტევა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშომდე მისასვლელი პანდუსი მოეწყო
ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარი შეცვალეს
ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
ახალციხის ციხის დირექტორი: 'წელს თანამშრომლების დამატება დაგვჭირდება'
'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა