FM97.5 / LIVE

‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.09.2018
დღეს, 22 სექტემბერს ახალციხის ციხეზე შშმ პირთა დღის ცენტრის “ტალიტა კუმის“ ბენეფიციარების მონაწილეობით ფესტივალი ჩატარდა. ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ბენეფიციარების ნამუშავრების გამოფენა–გაყიდვაც.

‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი "იცხოვრე ჩვენთან ერთად, გაერთე ჩვენთან ერთად!" – პროექტის "ბედნიერები ერთად" ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროექტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, შშმ პირთათვის აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

"შშმ პირი არ არსებობს. შესაძლებლობები გვაქვს ან არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბენეფიციარები ხშირ შემთხვევაში ჩვენზე უფრო ჭკვიანები და ნიჭიერები არიან. ეს ფესტივალი არის საშუალება, რომ ყველამ დაინახოს განსაკუთრებით ახალციხის საზოგადოებამ რა ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ აქ", – განაცხადა მამა პავლე დიმმა.

მისი თქმით, ახალციხეში, ამ ეტაპზე, 25 ბენეფიციარი ჰყავთ. მომავალში, დღის ცენტრისთვის ახალი შენობის აშენებაც იგეგმება: "ჩვენი დები – მონაზვნები საქართველოში მუშაობენ სნეულთა კეთილდღეობისათვის. ჩვენი მიზანია, დავინახოთ ყველას სნეულში იესო ქროსტე და ვემსახუროთ მას. ახალციხეში უკვე რამდენიმე წელია ვმოღვაწეობთ, გვაქვს სურვილი მომავალში აქ ავაშენოთ დიდი ცენტრი, იმიტომ, რომ ის შენობა რაც გვაქვს, პატარაა და ბევრია საჭიროება".

დღევანდელ ფესტივალს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, ვატიკანის ელჩი ჟოზე აველინო ბეტანკური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შშმ პირებმა მაყურებელს რამდენიმე საკონცერტო ნომერი აჩვენეს. გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთში არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს.

პარალელურად, ციხის ტერიტორიაზე შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა გაიმართა. მსურველებს შეეძლოთ მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეების, ასევე ასპინძის საინტეგრაციო ცენტრის და "ტალიტა კუმის" ბენეფიციარების ნამუშევრები შეეძინათ.

‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]
შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალციხეში ფესტივალი გაიმართება
7 ოქტომბერს ახალციხეში შშმ პირები ფესტივალს გამართავენ
ახალციხეში  ფესტივალი „მზიანი საქართველო“  ჩატარდა
‘ბედნიერები ერთად’ – ტრენინგების მესამე ეტაპი იწყება
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
პოლონეთსა და სამცხე–ჯავახეთში მოქმედმა NGO-ებმა შშმ პირების საჭიროებებზე იმსჯელეს