FM97.5 / LIVE

‘ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ცოტახნით შევირბინეთ’ – მერიიდან შვებულებაში ერთდროულად 40 თანამშრომელი იყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 16.10.2018
სამ ოქტომბერს, როცა ზურაბიშვილმა ახალციხეში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, ახალციხის მერიაში ერთდღიანი შვებულებით 20–მა თანამშრომელმა ისარგებლა. ამავე დღეს, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვადით, შვებულებაში გასული კიდევ 20 თანამშრომელი იყო.

‘ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ცოტახნით შევირბინეთ’ – მერიიდან შვებულებაში ერთდროულად 40 თანამშრომელი იყო

ახალციხის მერიიდან გამოთხოვილი წერილიდან ირკვევა, რომ სამ ოქტომბერს, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდბელი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო თეატრში ამომრჩეველს შეხვდა, მერიიდან ერთდღიანი შვებულებით 20 თანამშრომელი სარგებლობდა. მათ შორის ერთ–ერთი ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი ილია ზარდიაშვილი იყო. იგი „სამხრეთის კარიბჭემ“ მესხეთის თეატრში ზურაბიშვილის შეხვედრაზე ჩაწერა. მაშინ ზარდიაშვილმა გვითხრა, რომ „შვებულება ავტომობილის პროფილაქტიკაში წასაყვანად აიღო და ამ საქმეს პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრაც შეუთავსა“.

კიდევ ერთი, ვინც სამ ოქტომბერს შვებულებით ისარგებლა საქმის წარმოების განყოფილების ხელმძღვანელი ნანა თარხნიშვილია. დანარჩენი 18 კი ქალაქსა და სოფლებში მერის წარმომადგენლები არიან.

ანდრიაწმინდაში მერის წარმომადგენელმა დავით ინასარიძემ და ვალეში მერის წარმომადგენელმა ელიოზ ბარბლიშვილმა გვითხრეს, რომ სამ ოქტომბერს შვებულება პირადი საქმეებისთვის აიღეს, „სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე კი ცოტახნით შეირბინეს“.

მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სამ ოქტომბერს, შვებულებაში იყო მერის წარმომადგენელი ურაველში ემზარ ოქრომელიძეც: „ნინოწმინდაში ფუტკარი მყავს, დილით ადრე წავედი და ღამის 12:00 საათზე ჩამოვედი. ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ ვყოფილვარ“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბარში, თუმცა ოქრომელიძე „სამხრეთის კარიბჭემ“ სამ ოქტომბერს ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა.

‘ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ცოტახნით შევირბინეთ’ – მერიიდან შვებულებაში ერთდროულად 40 თანამშრომელი იყო

საძელში მერის წარმომადგენელი მარტუნ პეტროსიანი ირწმუნება, რომ სამ ოქტომბერს შვებულებით არ უსარგებლია: „ამ დღეს სოფელში ვიყავი სულ და საქმეს ვაკეთბდი. შვებულება არ ამიღია“. მერიიდან მიღებულ წერილში კი მითითებულია, რომ ამ დღეს პეტროსიანი შვებულებაში იმყოფებოდა.

ახალციხის მერიაში 129 თანამშრომელია. მათ შორის 70 თანამშრომელი, წინასაარჩევნო პერიოდში, 29 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, შვებულებით სხვადასხვა დროს სარგებლობს. 70–დან, სამ ოქტომბერს, 20–მა ერთდღიანი შვებულება დაწერა, ამავე დღეს კი ხანგრძლივი შვებულებით უკვე 20 თანამშრომელი სარგებლოდა, ანუ ერთდროულად მერიიდან შვებულებაში 40 პირი იყო.

„არ ვიცი, 40 თანამშრომელია? აქვთ მათ შვებულების უფლება და თან თუ გადაუდებელია რა უნდა გავაკეთო, უნდა გავუშვა“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ. ჩვენ შეკითხვაზე, ფერხდება თუ არა სამუშაო პროცესი, როცა 40 თანამშრომელი ერთდროულად შვებულებაშია, გვიპასუხა: „ვერ გავიგე, თქვენი აღარ მესმი ძალიან ცუდ ადგილას ვარ“.

იურისტები ამბობენ, რომ იმ დღეს, როცა მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ამომრჩევლებს ხვდება და მერიიდან ერთდღიანი შვებულებით ერთდროულად 20 თანამშრომელი სარგებლობს, დანარჩენი 20 კი უკვე შვებულებაშია, ეს ადმინსიტრაციული რესურსის ირიბი გამოყენებაა.

„წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ფაქტები ხდება მთელ საქართველოში და არამარტო ახალციხეში. ეს პირდაპირ კანონდარღვევას არ წარმოადგენენ, რადგან შვებულებაში არიან და ისე ესწრებიან კანდიდატის შეხვედრას, მაგრამ საჯარო სამსახურში კანონის ამ ჩანაწერს მანკიერად იყენებენ, ასე კი ირიბად ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

რამდენმა თანამშრომლემა ისარგებლა იმ დღეს შვებულებით, როცა მათ ქალაქში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას მართავდა, „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაცია გამოთხოვილი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან აქვს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიასა და მერიებში წინასაარჩევნოდ შვებულებით 192 თანამშრომელი სარგებლობს
წინასაარჩევნოდ ახალციხის მერიაში ერთ კვირაში შვებულებით 25–მა თანამშრომელმა ისარგებლა
საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალციხეში ზურაბიშვილთან შეხვედრაზე [Video]
ახალქალაქის და ადიგენის მერიები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ
თვითმმართველობების 45 თანამშრომლის ერთდღიანი შვებულება ‘ოცნების’ ყრილობის დღეს
საჯარო მოხელეები სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე
ახალქალაქის მერის მოადგილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უჩივლეს