FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიასა და მერიებში წინასაარჩევნოდ შვებულებით 192 თანამშრომელი სარგებლობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 18.10.2018
ორ და სამ ოქტომბერს, როცა სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავდა, გუბერნიიდან და მერიებიდან შვებულებაში 80–ზე მეტი თანამშრომელი იყო. ამავე უწყებებში, წინასაარჩევნო პერიოდში კი, სხვადასხვა დროს, შვებულებაში 192 თანამშრომელი გავიდა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიასა და მერიებში წინასაარჩევნოდ შვებულებით 192 თანამშრომელი სარგებლობს

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთს ორ და სამ ოქტომბერს სტუმრობდა. პირველ დღეს იგი ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ასპინძაში იმყოფებოდა.

ამ პერიოდში შვებულებაში ნინოწმინდის მერიიდან 15 თანამშრომელი იყო. აქედან მხოლოდ ორ ოქტომბერს, ერთდღიანი შვებულება 10 თანამშრომელს ჰქონდა. მათ შორის ერთ–ერთი კულტურის სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი იყო. ნინოწმინდის მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებით სულ 33 თანამშრომელი სარგებლობს.

ახალქალაქის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რამდენმა თანამშრომელმა ისარგებლა შვებულებით ორ ოქტომბერს, პასუხი ვერ მივიღეთ. თვითმმართველობიდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, 29 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, შვებულებით ჯამში 36 თანამშრომელი სარგებლობს.

ორ ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილის ასპინძაში ყოფნის დროს, მუნიციპალიტეტის მერიიდან შვებულებაში სამი თანამშრომელი იყო, თუმცა სამივე მათგანი გრძელვადიანი შვებულებით სარგებლობდა. წინასაარჩევნო პერიოდში კი შვებულებაში სხვადასხვა დროს 15 თანამშრომელი გავიდა.
სამ ოქტომბერს შეხვდა ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილი ბორჯომსა და ადიგენში. ამ დღეს ადიგენის მერიაში შვებულებით ხუთმა თანამშრომელმა ისარგებლა. წინასაარჩევნო პერიოდში ადიგენის მერიიდან შვებულება სხვადასხვა დროს 23–მა თანამშომელმა აიღო.

ბორჯომის მერიიდან, სამ ოქტომბერს, შვებულებაში 12 თანამშრომელი იყო, თუმცა ყველა მათგანს აღებული ხანგრძლივვადიანი შვებულება ჰქონდა. წინასაარჩევნო პერიოდში კი სხვადასხვა დროს, შვებულება გაწერილი 34 თანამშრომელს აქვს.

რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას, აქ ორ და სამ ოქტომბერს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი რეგიონში იყო, შვებულებით სამმა თანამშრომელმა – რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა არჩილ ღაღანიძემ და გუბერნატორის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ – ისარგებლა. 29 აგვისტოდან დღემდე გუბერნიიდან შვებულებაში 11 თანამშრომელი გავიდა.

რეგიონის მასშტაბით, ზურაბიშვილის ვიზიტის დროს, ყველაზე მეტი თანამშრომელი შვებულებით ახალციხის მერიაში სარგებლობდა. აქ სამ ოქტომბერს, მხოლოდ ერთი დღით, შვებულება 20–მა თანამშრომელმა აიღო, ამავე დღეს კი სხვადასხვა ვადით შვებულებაში გასული კიდევ 20 თანამშრომელი იყო.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ცოტახნით შევირბინეთ’ – მერიიდან შვებულებაში ერთდროულად 40 თანამშრომელი იყო
წინასაარჩევნოდ ახალციხის მერიაში ერთ კვირაში შვებულებით 25–მა თანამშრომელმა ისარგებლა
ახალქალაქის და ადიგენის მერიები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ
საჯარო მოხელეები სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე
თვითმმართველობების 45 თანამშრომლის ერთდღიანი შვებულება ‘ოცნების’ ყრილობის დღეს
საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალციხეში ზურაბიშვილთან შეხვედრაზე [Video]
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 19 ოქტომბერი [Audio]