FM97.5 / LIVE

წინასაარჩევნოდ ახალციხის მერიაში ერთ კვირაში შვებულებით 25–მა თანამშრომელმა ისარგებლა

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 22.09.2020
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პირველივე კვირაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან შვებულებაში 25 თანამშრომელი გავიდა, მათ შორის მერის მოადგილე და სამსახურის უფროსები. იურისტების განცხადებით, მსგავსი ქმედებით ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

წინასაარჩევნოდ ახალციხის მერიაში ერთ კვირაში შვებულებით 25–მა თანამშრომელმა ისარგებლა

„სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის მერიიდან ინფორმაცია შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ, 8 სექტემბერს გამოითხოვა. რედაქცია ითხოვდა, 1–ელი სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ვინ და რამდენი დღით გავიდა შვებულებაში.

ახალციხის მერიამ მეათე დღეს გვიპასუხა, თუმცა არასრული ინფორმაცია მოგვაწოდა. თვითმმართველობაში არ განმარტეს, თანამშრომლები რამდენი დღით გავიდნენ შვებულებაში.

„ჩვენ გამოვაგზავნეთ ინფორმაცია, თუ არ არის ჩაშლილად მოწოდებული, შეგიძლიათ ხელმეორედ გამოგვიგზავნოთ წერილი, მაგრამ ვერ შეგპირდებით, რომ მისი პასუხი იქნება ორ დღეში, შეიძლება იყოს ოთხ დღეში“, – განგვიცხადეს მერიაში.

„სამხრეთის კარიბჭე“ მერის მოადგილეს, ალექსი ზედგინიძეს დაუკავშირდა, თვითმმართველობიდან მოწოდებული ინფორმაციით იგი 1–დან რვა სექტემბრის პერიოდში შვებულებით სარგებლობდა. იგი ირწმუნება, რომ სექტემბერში შვებულებაში არ ყოფილა.

„ახლა არ ვარ შვებულებაში, ვსარგებლობდი წინა თვეში, ზუსტად არ მახსოვს რა პერიოდით ვიყავი“, – ამბობს ალექსი ზედგინიძე.

საიას იურისტის გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მერიის თანამშრომლების შვებულებაში მასობრივი გასვლა აჩენს ეჭვს, რომ ისინი საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები.

„ეს შეიძლება იყოს მოაზრებული როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის რეგულაცია ამ ეტაპზე არ არსებობს, ეს არის ის მანკიერება, რომლის გამოყენების უფლებას სამწუხაროდ დღევანდელი საარჩევნო კოდექსი იძლევა“, – განმარტა მან.

იურისტი კითხულობს, თუ ერთ კვირაში 25 თანამშრომლის შვებულებაში გასვლა არ აფერხებს მერიის მუშაობას და ამ საქმეს სხვები ითავსებენ, მაშინ რა საჭიროა ამდენი თანამშრომელი თვითმმართველობაში: „თუ მისი სამუშაოს შესრულება სხვას შეუძლია, არ ფერხდება მოქალაქეების მიღება და. ა.შ მაშინ რატომ არის მათი არსებობა საჭირო?, ესეც გასარკვევია“.

ახალციხის მერიამ ამ საკითხზეც პასუხის გაცემა წერილობით მოითხოვა: "მოგვწერეთ რაც გაინტერესებთ და გიპასუხებთ".

შვებულებაში გასული თანამშრომლების სია:

წინასაარჩევნოდ ახალციხის მერიაში ერთ კვირაში შვებულებით 25–მა თანამშრომელმა ისარგებლა

წინასაარჩევნოდ ახალციხის მერიაში ერთ კვირაში შვებულებით 25–მა თანამშრომელმა ისარგებლა

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის და ადიგენის მერიები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიასა და მერიებში წინასაარჩევნოდ შვებულებით 192 თანამშრომელი სარგებლობს
‘ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ცოტახნით შევირბინეთ’ – მერიიდან შვებულებაში ერთდროულად 40 თანამშრომელი იყო
ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
თვითმმართველობების 45 თანამშრომლის ერთდღიანი შვებულება ‘ოცნების’ ყრილობის დღეს
ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი თუ პანდემიისგან დაზარალა კომპენსაციას მიიღებს
ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია