FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს КГБ დააწერეს და წითლად შეღებეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 16.10.2018
სამცხე–ჯავახეთში ექვსივე მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს КГБ დააწერეს და წითლად შეღებეს. ოპოზიცია მომხდარში „ოცნებას“ ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი პროვოკაციაზე საუბრობს.

სამცხე–ჯავახეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს КГБ დააწერეს და წითლად შეღებეს
ასპინძა


გრიგოლ ვაშაძის პლაკატებია დაზიანებული ახალციხეში, ადიგენში, ასპინძაში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში.

ენმ–ს ადიგენის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ოგანეზიანი ამბობს, რომ პლაკატები დაბაში გვიან ღამით დააზიანეს: „დილით ადრე ვდგები, რომ გამოვედი ვნახე, რომ ჩვენი კანდიდატის ყველა პლაკატი და ბანერი წითლადაა შეღებილი და КГБ აწერია. ეს პირველი შემთხვევაა, აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა".

სამცხე–ჯავახეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს КГБ დააწერეს და წითლად შეღებეს
ადიგენი


ადიგენში ენმ–ს წარმომადგენლებს ეჭვი მმართველ გუნდზე აქვთ: „ოცნების“ შტაბში მივედით ვითარების გასარკვევად, მაგრამ გვითხრეს ჩვენი გაკეთბული არ არისო".

პლაკატების დაზიანებაში "ოცნებას" ადანაშაულებენ ასპინძაშიც: "შეიძლება "ოცნების" მიერ წაქეზებული პირის გაკეთბულია ეგ წარწერები", – გვითხრა სატელეფონო საუბარში ასპინძაში ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მალხაზ მოსიძემ.

ანალოგიურია ვითარება ბორჯომშიც. "წითელი საღებავებითაა გაფუჭებული პლაკატები ყველგან. მთელს საქართველოში ორგანიზებულად გააკეთეს ეს. მე ამას ბარბაროსულ ხელისუფლებას ვუკავშირებ. მხოლოდ ბარბაროსებს შეუძლიათ ამის გაკეთება“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი ენმ–დან ბაკურ გელაშვილი.

ნინოწმინდაში ამბობენ, რომ აქ გრიგოლ ვაშაძის პლაკატები დახეულია, მაგრამ წითლად შეღებილი არ არის: „ასევე, პლაკატებზე ხუთიანები ორიანებად არის გადაკეთებული", – გვითხრა ენმ–ს წარმომადგენელმა ნინოწმინდაში თაქუი ვართანიანმა.

„ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე ენმ–ს ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს:„თქვენგან მესმის ამის შესახებ, არ ვიცი რა მოხდა. ეს არის აშკარა გადაბრალება, შეიძლება მათი მხრიდან პროვოკაციაც იყოს, ან ისევ მაგ პარტიის გაკეთებული იყოს და სხვას აბრალებდნენ".

გრიგოლ ვაშაძის პლაკატები წითლად საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეღებეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უწყებაში ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ შესულა: "ზოგადად, პლაკატების დაზიანების ფაქტზე ძიებას არ ვიწყებთ, ბილბორდები რომ ყოფილიყო დაზიანებული, გამოძიება დაიწყებოდა. ეს საკითხი თვითმმართველობამ უნდა შეისწავლოს".

სამცხე–ჯავახეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს КГБ დააწერეს და წითლად შეღებეს
ახალციხე


[თინათინ ზაზაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს
ახალქალაქში საგზაო ნიშანზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები გააკრეს
ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა
‘ოცნებამ’ ჩვენს  პლაკატებზე თავისი გადააკრა, ვამზადებთ საჩივარს – 'ევროპელები'
'ქათმებო, მკვლელებო' – ენმ–ს ოფისი ასპინძაშიც წითლად შეღებეს [Photo]
‘არა ნაცებს, არა ბოროტებას’ – ახალციხეში ახალი ბანერები გამოჩნდა
იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები