FM97.5 / LIVE

‘არა ნაცებს, არა ბოროტებას’ – ახალციხეში ახალი ბანერები გამოჩნდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.11.2018
დღეს, 22 ნოემბერს დილიდან ახალციხეში ბილბორდებზე ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო ბანერები გააკრეს წარწერებით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას“, „ირჩევ ვაშაძეს–იღებ სააკაშვილს“, „ირჩევ ვაშაძეს–იღებ ადეიშვილს“, „ირჩევ ვაშაძეს–იღებ გვარამიას“, „ირჩევ ვაშაძეს–იღებ ვაშაძეს“.

‘არა ნაცებს, არა ბოროტებას’ – ახალციხეში ახალი ბანერები გამოჩნდა

ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ პლაკატები სუს–მა გამოაკრა: „რა პლაკატებიც არ უნადა გამოაკრან ახალციხის რეალობას მაინც ვერ მოარგებენ, რადგან აქ უკვე იციან, რომ მაგათ აღარაფერი ეშველებათ. ეს პლაკატები გამოაკრა ხელისუფლებამ რომელიც აგონიაშია და მიდის ყველაფერზე. ასეთი მარაზმი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა“.

„ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პლაკატები მათ მხარდამჭერებს არ გამოუკრავთ: „თქვენგან გავიგე, რომ მსგავსი პლაკატები გამოაკრეს, ჩვენ მხარდამჭერებს ეს არ გაუკეთებიათ“, – გვითხრა „ქართული ოცნების“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი გვარამაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართება.

‘არა ნაცებს, არა ბოროტებას’ – ახალციხეში ახალი ბანერები გამოჩნდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა
ახალციხეში 'ნაციონალური მოძრაობის' შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს [Photo]
ახალციხეში გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს
ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს
ახალქალაქში საგზაო ნიშანზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები გააკრეს
საარჩევნო სუბიექტების პლაკატები არჩევნების დღეს [Photo]
იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები