FM97.5 / LIVE

‘ოცნებამ’ ჩვენს პლაკატებზე თავისი გადააკრა, ვამზადებთ საჩივარს – 'ევროპელები'

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 12.09.2020
"ევროპული საქართველოს" ახალციხის შტაბში ამბობენ, რომ მათ მიერ გაკრულ საარჩევნო პლაკატებზე, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა თავიანთი სააგიტაციო მასალები განათავსეს ისე, რომ "ევროპელების" პლატაკები მთლიანად დაიფარა. "ოცნების" შტაბში კი აცხადებენ რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

‘ოცნებამ’ ჩვენს  პლაკატებზე თავისი გადააკრა, ვამზადებთ საჩივარს – 'ევროპელები'

"ევსაქების" ახალციხის შტაბის ხელმძღვანელის, დავით ხარშილაძის თქმით, მსგავსი შემთხვევა რეგიონის მასშტაბით ქალაქ ახალციხეში რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე ბორჯომსა და სოფელ აწყურში გამოვლინდა.

„მთლიანად გადაფარეს ჩვენი პლაკატები ახალციხეში სამ ადგილას, ბაზართან, ასევე დიდმამიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე, იგივე მდგომარეობაა აწყურსა და ბორჯომშიც. ამ წუთებში ვამზადებთ განცხადებას და დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურად შევიტანთ საჩივარს“ – აცხადებს ხარშილაძე

მისივე თქმით ეს პარტიის სააგიტაციო მასალების დაზიანების პირველი შემთხვევა არაა – "აქამდე ხევდნენ ყველგან, იმ ადგილებში სადაც ჩამოხევა ვერ შეძლეს, მოვიდნენ და თავიანთი პლაკატები გადააკრეს" – განმარტავს ხარშილაძე.

სამცხე–ჯავახეთში "ევროპული საქართველოს" სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები გამოავლინა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც” (ISFED)

ორგანიზაციის 8 სექტემბრის ანგარიშში ნათქვამია რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ პლაკატები მასობრივად დაზიანდა საქართველოს 14 მდე მუნიციპლაიტეტში, მათ შორის ახალციხესა და ბორჯომში.


,,ოცნების'' აქტივისტებმა გადააკრეს თუ არა თავიანთი პლაკატები ევროპელებისას, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მართველი პარტიის ახალციხის შტაბის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გვარამაძე, რომელმაც "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ პარტიის შტაბში, ამაზე ინფორმირებული არავინაა.


საარჩევნო კოდექსის მიხედვით სააგიტაციო მასალის დაფარვა, ისევე როგორც პლაკატების ჩამოხევა ან დაზიანება დასჯადი ქმედებაა, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მასალა აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘პატრიოტთა ალიანსის’ პლაკატები აკრძალულ ადგილზეა გაკრული
ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს
‘ევროპული საქართველოს’  საარჩევნო პლაკატებს საღებავი შეასხეს
საარჩევნო პლაკატების ომი

ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა
ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
ოპოზიციური პარტიები ქუჩების სააგიტაციო მასალებისგან გაწმენდას ხვალ დაიწყებენ