FM97.5 / LIVE

ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.10.2018
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, "მედიქლაბ ჯორჯიაში" შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმაც ვერ დაადგინა, რა მიზეზით განუვითარდა ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი, ამიტომ ისინი მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ.

ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ
ადვოკატის ინფორმაციით, კონსილიუმის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სინდრომის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია. ამასთან, ერთად დღეის მდგომარეობით, მერაბიშვილს არავითარი მკურნალობა არ უტარდება.

"დაგვიანებით, მაგრამ გადმოგვეცა „მედიქლაბში“ ჩატარებული კონსილიუმის დასკვნა, სადაც სამწუხაროდ, ვკითხულობთ, რომ ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი. ამ კონკრეტულ მოცემულობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს, არ არის დადგენილი, რისგანაა გამოწვეული ჰორნერის სინდრომი, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური დაზიანების თვალსაზრისით სახეზე გამოხატული. სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო ემკურნალა ვანო მერაბიშვილისთვის და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები და მოხდეს მისი კონსულტირება ამ ადამიანების მიერ", - განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, მათ აქვთ კომუნიკაცია უცხოელ სპეციალისტებთან და უახლოეს პერიოდში აპირებენ მათ ჩამოყვანას საქართველოში, რათა მერაბიშვილს დიაგნოზი დაესვას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოდან ციხეში გადაიყვანეს
ადვოკატი: 'ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი'
პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს
ვანო მერაბიშვილი ციხიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს
ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა დაიწყო
ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა