FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოდან ციხეში გადაიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.10.2018
ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოდან ისევ ციხეში დააბრუნეს. ყოფილი პრემიერისთვის ადვოკატები უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავენ.

ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოდან ციხეში გადაიყვანეს

პენიტენციურ სამსახურში მსჯავდებულის საპატიმროში დაბრუნების გადაწყვეტილება, სამედიცინო გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე მიიღეს. ექიმის ელენე ხურციძის თქმით, ამ ეტაპზე გამორციხულია რაიმე ისეთი პათოლოგია, რომელიც მერაბიშვილის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

“გამორიცხულია მწვავე მდგომარეობა, როგორც სიმსივნური პათოლოგია, ასევე სხვა მწვავე პათოლოგია, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა. ასევე გამორიცხულია მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის რაიმე ნიშნები. ამჟამად, მისი მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია და მხოლოდ დაკვირვებით რეჟიმში მკურნალობას საჭიროებს,” – ამბობს ელენე ხურციძე.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერისთვის უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავენ. მათ ამის ნებართვა უკვე აქვთ.

"3 ოქტომბერს, კლინიკა „მედიქლაბ“-ში შეიკრიბა სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო დადგენილიყო ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები და დღეისთვის არსებული დიაგნოზი. განხილვის შედეგად, კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა ექიმები ვერ შეთანხმდნენ აღნიშნული სინდრომის გამომწვევი მიზეზების თაობაზე და შესაბამისად დიაგნოზზე.გარდა ამისა, ექიმების ნაწილი თვლის, რომ შესაბამისი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, არსებული მდგომარეობა შესაძლოა გაცილებით გამწვავდეს და გადაიზარდოს მენინგიტში.
ვინაიდან კონსილიუმმა ვერ მოახერხა საბოლოო დიაგნოზზე შეთანხმება, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ აქვს დანიშნული", – ნათქვამია ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ
ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა
პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა [Video]
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’
ადვოკატი: 'ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი'
ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს
ვანო მერაბიშვილი ციხიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს