FM97.5 / LIVE

პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

მთავარისიახლე, სამართალი 27.09.2018
პრეზიდენტმა დღეს, 27 სექტემბერს 111 მსჯავდებული შეიწყალა. მათ შორის არ არის ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათ მერაბიშვილის შეწყალების საკითხი არ განუხილავთ.

პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

სასჯელაღსრულების დაწესებულებას 42 მსჯავრდებული, მათ შორის, 3 ქალი და 1 არასწრულწლოვანი დატოვებს. რაც შეეხება შეწყალებულ 69 პირს, მათ შორის 4 ქალსა და 6 არასრულწლოვანს სასჯელი შეუმცირდება.

პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ამბობს, მერაბიშვილს კომისიისთვის არც მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს 2017 წლის დეკემბერში უარი უთხრა აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ (ე.წ. უდოს კომისიამ), რომელიც მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს წყვეტს.

მიმდინარე წლის აგვისტოდან ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო კლინიკაში გადაყვანა არაერთხელ დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბოლოს, გუშინ, 27 სექტემბერს გავრცელდა. სამი დღით ადრე კი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა: „ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო–კონიუნქტივიტი“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ე.წ. უდო-ს კომისია ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს
პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა
პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს
საქართველოს პრეზიდენტმა  226 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა
ე.წ. უდოს კომისიამ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ვანო მერაბიშვილს უარი უთხრა