FM97.5 / LIVE

პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.09.2018
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ–მინისტრს გამოკვლევა ჩაუტარეს, დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დაუნიშნეს.

პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო–კონიუნქტივიტი”, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

ვაზომოტორული რინიტი ცხვირის სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირების მოშლას იწვევს. ჰორნერის სინდრომი ტვინიდან სახემდე და თვალამდე მომავალი ნერვული გამტარობის დაზიანებით ხასიათდება, ბლეფარო–კონიუქტივიტი კი თვალის ქუთუთოს ანთებაა.

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა “რუსთავი2″–თან ისაუბრა. მისი თქმით, მერაბიშვილის მდგომარეობა ბოლო ორი თვის მანძილზე უარესდება. მისივე ცნობით, მსჯავრდებულს მკურნალობის კურსი დაენიშნა, თუმცა ის ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა. ჩივიაშვილს ეჭვი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიზანმიმართულად წამლავენ და ახალი კვლევების ჩატარებას ითხოვს.

“როდესაც ჩვენ სიმპტომატიკას ვეუბნებით, რომ თვალი დაპატარავდა, იმის ხარჯზე რომ გუგამ ჩამოიწია, რომ სახე არის შეშუპებული, რომ სუნთქვის პრობლემები აქვს და ფიზიკურად სუსტად გამოიყურება…გვეუბნებიან, რომ ესაა ერთ–ერთი სიმპტომატიკა იმისა, რომ იგი იყო მოწამლული, ანუ ინტოქსიკაციური პროცესი იყოს”, – აღნიშნა მან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ე.წ. უდო-ს კომისია ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს
პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა
ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ
ადვოკატი: 'ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი'
ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა
პენიტენციური სამსახური: ‘მერაბიშვილი კლინიკაში დამატებითი ანალიზებისთვის გადავიყვანეთ’
პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა [Video]