FM97.5 / LIVE

მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 09.10.2018
ბორჯომში, ახალდაბაში „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ სასმელი წყლის სათავე ნაგებობაზე მოწყობილი ფილტრები შეამოწმა. უწყებაში ამბობენ, რომ ახლადაშენებული ობიექტი გამართულად მუშაობს და პრობლემა შიდა ქსელს აქვს.

მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს

„ეს საკითხი უკვე შევისწავლეთ, პრობლემა აქვს შიდა მილებს, რომელიც ძველია და სკდება. მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს მის რეაბილიტაციაზე. სათავე ნაგებობა გამართულად მუშაობს", – გვითხრეს "მუნიციპალური განვითარების ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ საფილტრი ნაგებობის მდგომარეობის შემოწმება, 18 სექტემბერს, ადგილობრივების პროტესტის შემდეგ დაიწყო. ახალდაბელები აცხადებდნენ, რომ მიუხედავად ახლადმოწყობილი სათავე ნაგებობისა, დაბაში გაუფილტრავი და დაბინძურებული წყალი მოდიოდა.


ის, რომ პრობლემა სასმელი წყლის შიდა ქსელს აქვს და არა საფილტრ ნაგებობას, ამაზე ბორჯომის მერიაშიც საუბრობენ. მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს შიდა ქსელი ვერ მოეწყობა, რადგან ბიუჯეტში თანხა არაა, მომავალ წელს კი მილების შესაცვლელად ხარჯებს გაითვალისწინებენ.

ახალდაბაში 700 კომლი ცხოვრობს და სამ ათეულ წელზე მეტია ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ სათავე–ნაგებობის რეაბილიტაცია რვა თვის წინ დასრულდა, დასახლებაში ისევ დაბინძურებული წყალი მოდის.

ახალდაბაში სათავე–ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შპს „ერისიმედმა“ და „კიევმეტრომშენმა“ შეასრულა. პროექტისთვის 743 928 ლარი დაიხარჯა.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება
ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება
ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან
ახალდაბაში სასმელ წყალში გრძელი ჭია ნახეს
‘მილები უკუღმა დააყენეს’ – რაში დაიხარჯა ახალდაბაში 800 000–მდე ლარი [Video]
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის