FM97.5 / LIVE

ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.09.2018
ახალდაბელებმა დასახლებაში ჩასულ მგფ–ს წარმომადგენელს წყლის სათავე ნაგებობაზე ხარვეზების გამოსასწორებლად ოთხი დღის ვადა მისცეს. თუ ამ პერიოდში დასახლებაში წყლის საკითხი არ გადაიჭრა ამბობენ, რომ ბორჯომი–თბილისის ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან

დღეს, 14 სექტემბერს „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ ახალდაბაში მუნიციპალური განვითარების ფონდის ზედამხედველობის სამსახურის ინჟინერი ზვიად პარკაძე ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა.

როგორც მან ადგილობრივებთან საუბარში განაცხადა, სათავე ნაგებობაზე პროექტი ხარვეზების გარეშე შესრულდა და ახალდაბაში წყლის პრობლემის მიზეზი ამორტიზებული შიდა ქსელია: "სათავეზე თანამედროვე საფილტრი გაკეთდა, თუმცა აქ მოგროვილ წყლის წნევას მოძველებულმა სისტემამ ვერ გაუძლო. ძველი თუჯის მილები სკდება. სცადეს, სამჯერ დააბეტონეს, მაგრამ სამივეჯერ გასკდა. გამოსავლი ის იქნება, თუ მთლიანი სისტემა შეიცვლება და მაღალი წნევის მილებს ჩააწყობენ.სათავეს უნდა ჩაუტარდეს სრული რეაბილიტაცია. მდინარე რომ ადიდდება, მოაქვს ნაგავი და ცხაურს ბიდნავს“.

ადგილობრივების კითხვაზე, რატომ გაკეთდა მხოლოდ ფილტრები, როცა მთლიანი სისტემა მოძველებული და ავარიულია, პარკაძემ უპასუხა: "ეს ბორჯომის მერიას უნდა ჰკითხონ. საკითხი მერიას უნდა შეესწავლა, რადგან ისინი იყვნენ დამკვეთები“.

ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან

ადგილობრივებმა დღეს ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი მოსახლოებას დაპირდა, რომ მომავალ კვირაში იმ თანამშრომელთან ერთად შეხვდება მოსახლეობას, ვინც უშუალოდ აკვირდებოდა ახალდაბაში წყლის სათავე–ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს: „ჩვენთან ერთად იქნებიან ბორჯომის მერიის წარმომადგენლებიც, ავიდეთ სათავეზე და გავუშვათ წყალი, ნახავთ რომ პრობლემა მილებშია და არა ჩვენს მიერ აშენებულ სალექრებში“.

„თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება და წყლის პრობლემა არ მოგვარდება, სამშაბათს, 18 სექტემბერს ცენტრალურ გზას გადავკეტავთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

დღეს მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლებიდან მხოლოდ მერის წარმომადგენელი ზვიად ბლიაძე და საკრებულოს დეპუტატი შეხვდნენ. როგორც მათ განმარტეს მერი და მისი მოადგილე ახალქალაქში იყვნენ.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ არ უპასუხა, მოადგილე ბუბა ბერძეს კი ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

ახალდაბაში, სადაც 700 კომლი ცხოვრობს, სამ ათეულ წელზე მეტია ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია რვა თვის წინ დასრულდა, დასახლების ნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება, ნაწილთან კი დაბინძურებული მოდის.

ახალდაბაში სათავენაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შპს „ერისიმედმა“ და „კიევმეტრომშენმა“ შეასრულა. პროექტისთვის 743 928 ლარი დაიხარჯა.

ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი ხარვეზებით შესრულდა და ამიტომ
არ ჩაიბარეს.

ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს
‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება
ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება
‘მილები უკუღმა დააყენეს’ – რაში დაიხარჯა ახალდაბაში 800 000–მდე ლარი [Video]
ახალდაბაში სასმელ წყალში გრძელი ჭია ნახეს
მოძველებული წყლის სისტემის გამო ვარხანში მილები სკდება