FM97.5 / LIVE

‘მილები უკუღმა დააყენეს’ – რაში დაიხარჯა ახალდაბაში 800 000–მდე ლარი [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 14.09.2018
ახალდაბაში წყლის სათავენაგებობის რეაბილიტაციისთვის 743 928 ლარი დაიხარჯა, თუმცა მოსახლეობას ისევ წყლის პრობლემა აქვს. ადგილობრივები გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

‘მილები უკუღმა დააყენეს’ – რაში დაიხარჯა ახალდაბაში 800 000–მდე ლარი [Video]

ახალდაბაში, სადაც 700 კომლი ცხოვრობს, სამ ათეულ წელზე მეტია ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია რვა თვის წინ დასრულდა, აქ სასმელ წყალს ისევ ჭიები,ფოთლები და ბაყაყები მოყვება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სათავეზე გაკეთებული ფილტრები არ მუშაობს და წყალი დასახლებას პირდაპირ მდინარიდან მიეწოდება.

„ბაყაყი გაიჭედა წყლის მილში და ნაწილნაწილ გამოვიღეთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. თანხა ირიცხება, მაგრამ პრობლემა არ გვარდება. ეს წყალი არ დაილევა, სარეცხის დარეცხვაც კი არ შეიძლება. თბილისის ლაბორატორიაში გავაგზავნეთ და პასუხი მოგვივიდა არავითარ შემთხვევაში ეს წყალი არ დალიოთო. თუ არ მოგვხედავენ გამოვალთ ქუჩაში და გზას გადავკეტავთ, სხვა გზა არ დაგვრჩენია“, – ამბობს ახალდაბაში მცხოვრები მადონა ველიაშვილი.

გარდა იმისა, რომ წყალი დაბინძურებულია, არასაკმარისი დებეტის გამო, მოსახლეობის ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდება. 10 დღეა უწყლოდაა დარჩენილი ყაზბეგის ქუჩის მოსახლეობა.

„ადგილობრივ მთავრობას მივმართეთ და გვითხრეს რომ წყალი მილს ვერ ავსებს, ანუ არასაკმარისია და ჩვენამდე იმიტომ ვერ მოდის. მდინარე ნეძურასაც ვერ უშვებენ დებეტის მოსამატებლად, რადგან იქ მთაა ჩამოშლილი და ლამი გამოყვება“, – ამბობს ახალდაბაში მცხოვრები ასმათი ლომიძე.

ახალდაბაში სათავენაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შპს „ერისიმედმა“ და „კიევმეტრომშენმა“ შეასრულა. მოეწყო სათავენაგებობა, სალექარები, წყალმიმღებისთვის ჭის სახურავები და წყლის ჩამკეტები.

„ამხელა ფული დაიხარჯა, მაგრამ უშედეგოდ. ფილტრში წყალი არ შედის, საიდანაც ფილტრს წყალი უნდა მიეწოდოს იქ მილები უკუღმაა გაკეთებული. პირიქითაა, ტალახი მიდის ბასეინში, სუფთა წყალი კი იქცევა. ფაქტობრივად სალექარები უმოქმედოდაა დარჩენილი და პირდაპირ გაუფილტრავ მდინარის წყალს ვსვამთ“, – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი, რომელიც თავად იყო დასაქმებული სათავე–ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, თვითმმართველობამ პროექტი არ ჩაიბარა: „მილები უნდა იყოს შედარებით მაღლა, მაგრამ არის დაბლა, ამის გამო წყალს სილა მოყვება და მილები იჭედება“.

საპირისპიროს აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში, მათი განმარტებით, პროექტი დასრულებულია და ბოჯომის მერიამ მშენებელ კომპანიებთან მიღება–ჩაბარების აქტიც გააფორმა. მათივე თქმით, სათავე ნაგებობაზე პრობლემა არაა და ახალდაბაში წყლის პრობლემის მიზეზი ამორტიზებული შიდა ქსელია.

სათავეზე პროექტი რომ სწორად განხორციელდა ამაზე საუბრობს შპს „ერისიმედის“ სამუშაოების მწარმოებელი გელა ყოლბაიაც. ისევე როგორ მუნიციპალური განვითარების ფონდში, მშენებელ კომპანიაშიც აცხადებენ, რომ პრობლემის მიზეზი მოუწესრიგებელი შიდა ქსელია.

ბორჯომის მერიის ააიპი „სოფლის წყალში“ აცხადებენ, რომ ახალდაბაში სასმელ წყალზე პასუხისმგებლობას ხარვეზების გამოსწორებამდე არ აიღებენ. მანამდე კი ვიდრე საჯარო უწყებები ერთმანეთში გაერკვევიან, ადგილობრივები აქციებს აანონსებენ.



თუმცა,მუნიციპალური განვითარების ფონდში ირწმუნებიან, რომ ახალდაბაში პრობლემები მალე მოგვარდება: "ამ დასახლებაში განსახორციელებელი სამუშაოები უკვე დაგეგმილი გვაქვს, რაც გულისხმობს წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ულტრაფილტრაციის სადგური სრული დატვირთვით ამუშავდება. მუნიციპალიტეტში უკვე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საპროექტო მომსახურებებზე ტენდერია გამოცხადებული. გამარჯვებულის, გამოვლენის შემდეგ დაიწყება ქსელის პროექტირება და შემდეგ უკვე სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება“.

უწყების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, იგეგმება ყველაზე დაზიანებული მონაკვეთის, შეცვლა და დაახლოებით 150 მ სიგრძის მილის მონტაჟი, რაც მოსახლეობას დროებით მოუგვარებს პრობლემას, ხოლო სრული რეაბილიტაციის შედეგად ახალდაბის 3000-მდე მოსახლე შეძლებს წყალმომარაგების გამართული ინფრასტრუქტურითა და ხარისხიანი წყლით სარგებლობას“.

‘მილები უკუღმა დააყენეს’ – რაში დაიხარჯა ახალდაბაში 800 000–მდე ლარი [Video]

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე–ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება
მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს
ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება
ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან
ახალდაბაში სასმელ წყალში გრძელი ჭია ნახეს
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის