FM97.5 / LIVE

ახალციხეში კლასიკური მანქანების რალი გაიმართა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 03.10.2018
დღეს, სამ ოქტომბერს ახალციხის ციხეზე 1922–1951 წლებში გამოშვებული კლასიკური, 30–მდე მანქანის რალი მოეწყო. აქ ცხრა ქვეყნის წარმომადგენლებმა საკუთარი მანქანები წარმოადგინეს.

ახალციხეში კლასიკური მანქანების რალი გაიმართა [Photo]

„რალი ღიმილით“ ასე ჰქვია კონცეფციას, რომელსაც საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა.მისი მიზანია ერთად შეკრიბოს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ის მსურველები, რომლებსაც ჰყავთ ძველი კლასიკური მანქანები. გარბენი სახელწოდებით “Peaks of the Caucasus“ საქართველოში პირველად იმართება. რალის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადიან.

ბობ მეიერი ჰოლანდიიდანაა, მას 1933 წლის „ბუგატი“ ჰყავს. იგი საკუთარი მანქანით მსოფლიოში მოგზაურობს: „ჩემ მანქანას რუკა ახატია, ამ მანქანით მთელს მსოფლიოში დავდივარ. 30 წელია ეს მანქანა მყავს და 100 000 კილომეტრზე მეტი მაქვს გავლილი“.

რენალტ დივალიც ჰოლანდიიდანაა, მას 1935 წლის „ლაგონდა“ ჰყავს: „ეს არის ძველი ინგლისური მანქანა. ის ერთ–ერთი ცნობილი მანქანების რალისთვის შექმნეს, ეს იყო რალი პარიზიდან მონტეკარლომდე“.

ავტომობილების ძირითადი ნაწილი მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი მანქანა - Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი - Jaguar Mark V Dropead Coupe - 1951 წელს.

ცხრა ქვეყნის 60–მდე წარმომადგენელი 14 ოქტომბრამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მოივლის. რალის დასასრულს სამი საუკეთესო მონაწილე გამოვლინდება.

ახალციხეში კლასიკური მანქანების რალი გაიმართა [Photo]

ახალციხეში კლასიკური მანქანების რალი გაიმართა [Photo]

ახალციხეში კლასიკური მანქანების რალი გაიმართა [Photo]

ახალციხეში კლასიკური მანქანების რალი გაიმართა [Photo]

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაბათში კლასიკური მანქანების ავტორბოლა გაიმართება
ახალციხეში  კლასიკური მანქანების ავტორბოლა მოეწყო [Video]
ახალციხეში ქუჩების მოსარეცხად მხოლოდ ერთი, ძველი მანქანა აქვთ
ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]
ფრანგმა გამომგონებლებმა ახალციხეში ელექტრო მანქანა წარადგინეს [Photo]
ადგილობრივები: შსს–მ  200 ჩამორთმეული მანქანიდან მხოლოდ 5 დააბრუნა
ინსპექტირებისთვის მანქანის მფლობელებმა 16 მილიონი ლარი დახარჯეს