FM97.5 / LIVE

რაბათში კლასიკური მანქანების ავტორბოლა გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.05.2018
ავტორბოლა, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, „ახალციხის ციხის“ მიმდებარე ტერიტორიასაც მოიცავს. ადგილობრივებს საშუალება ექნებათ საკოლექციო მანქანები მოინახულონ და ფოტოები გადაიღონ.

რაბათში კლასიკური მანქანების ავტორბოლა გაიმართება

კლასიკური ავტომანქანებით მრბოლელები, 30 მაისს, 15:00 საათზე „ახალციხის ციხის“ ზედა ნაწილის პარკინგზე შემოვლენ.

რბოლაში ათამდე რარიტეტული საკოლექციო მანქანა მიიღებს მონაწილეობას, რომელთა საშუალო ფასი მილიონი დოლარიდან იწყება. მათ შორისაა მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდის ავტომობილები და ყველაზე ახალი 1954 წლის „პორშე“ და „იაგუარი“.

რბოლა, 27 მაისს, ევროპის მოედნიდან, დილის 11:00 საათზე დაიწყება და პირველ ივნისს თბილისშივე დასრულდება.

ღონისძიების მონაწილეები მოივლიან კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ქალაქებსა და სოფლებს, ასევე, გაეცნობიან ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას.

რბოლის მარშრუტი საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციისა GAF და Transport Security Consultants (ტრანსპორტის უსაფრთხოების და ტრეინინგების კომპანია) მხარდაჭერით დაიგეგმა. გარბენის მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია.

კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა საქართველოში პირველად გაიმართება. ღონისძიება ცნობილი ავტომრბოლელი ქალის, ზოი ვითაკერის ინიციატივით დაიგეგმა.

მსოფლიოში ცნობილმა ავტომრბოლელმა, ზოი ვითაკერმა რამდენიმე წელი იმუშავა „ფორმულა 1“- ში. იგი მართავდა ისეთ მანქანებს, როგორიცაა - კლასიკად ქცეული 1957 D-type jaguar და 1996 corvette Stingray, ასევე თანამედროვე Porsche GT4 და Lamborgini Aventador.
თავგადასავალების მოყვარული პროფესიონალის მიზანი კლასიკური „პორშეს“ საქართველოში ჩამოტანაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  კლასიკური მანქანების ავტორბოლა მოეწყო [Video]
ახალციხეში კლასიკური მანქანების რალი გაიმართა [Photo]
ბორჯომში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება
ახალი ამბები 12:00 საათზე – 30 მაისი [Audio]
ბორჯომის პარკში კლასიკური მუსიკის საღამოები იმართება
ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს ®
რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს