FM97.5 / LIVE

დავით ბაქრაძის ვიზიტი მესხეთში

მთავარიპოლიტიკა 29.05.2012
ბაქრაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში სახელმწიფო ორ მილიონზე მეტ ადამიანს დააზღვევს

დავით ბაქრაძის ვიზიტი მესხეთში

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, სამცხე-ჯავახეთში ვიზიტისას განაცხადა.

მესხეთში ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარემ ადიგენიდან დაიწყო. იგი გედენიძეების შვიდსულიანი ოჯხს ესტუმრა და ოჯახის ორი წევრი ადიგენის საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად წაიყვანა.

ადიგენის საავადმყოფოში სტუმრობისას ბაქრაძემ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება.

”საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი დაეზღვევა, მაგრამ ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისი იქნება, ჩვენი ამოცანაა ყველა ადამიანი იყოს დაზღვეული და ყველა ოჯახს ქონდეს ჯანდაცვის და მკურნალობის საშუალება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო ადამიანებს აზღვევს, არამედ ისიც, რომ მზღვეველებმა დაზღვევის პაკეტებით სრულფასოვნად ისარგებლონ.

ადიგენის შემდეგ დავით ბაქრაძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე რეფორმებსა და სტუდენტურ დაზღვევაზე ესაუბრა.

მისი განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში სახელმწიფო ორ მილიონზე მეტ ადამიანს დააზღვევს, მათ შორის სტუდენტების დაზღვევაც იგეგმება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ რაბათში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

”ძალიან შთამბეჭდავია ყველა ის სამუშაო, რომელიც აქ მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალციხე დაიბრუნებს რეგიონული კვანძის ფუნქციას. აქ ჩამოვა ძალიან ბევრი ტურისტი, ვინაიდან ეს იქნება ხელახალი აღმოჩენა ამ დრომდე მივიწყებული ულამაზესი კუთხისა”, -განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანია ’’ერთი მხრივ გაალამაზოს ქვეყანა და შექმნას უფრო კომფორტული პირობები ცხოვრებისათვის და მეორე მხრივ, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ემსახურება მოსახლეობის ძირითადი პრობლემის მოგვარებას”.

[თიკო ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძემ ახალციხეში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
ბაქრაძის დაპირებები ნინოწმინდელებს

დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
დავით ბაქრაძე: 'არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში ვაშაძეს დავუჭერთ მხარს'
დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
დავით ბაქრაძე:'უდეში ჩამოსვლით შეცდომა გამოვასწორე'
მმართველმა გუნდმა სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა