FM97.5 / LIVE

ბაქრაძის დაპირებები ნინოწმინდელებს

მთავარიპოლიტიკა 01.06.2012
რეაბილიტირებული სკოლები, სასოფლო-სამეურნეო ცენტრები, ახალი ტექნიკა – პარლამენტის თავმჯდომარის დაპირებები ნინოწმინდელებს

ბაქრაძის დაპირებები ნინოწმინდელებს

დღეს საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

ვიზიტის მიმდინარეობისას პარლამენტის სპიკერი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ლაშა ჭკადუასთან, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატებთან და რამდენიმე სხვა ჩინოსანთან ერთად სოფლებს ფოკასა და სათხას ეწვია და ქალაქ ნინოწმინდაში მოსახლეობას შეხვდა.

პარლამენტის სპიკერი ფოკის მონასტერში ღვთისმსახურებას დაესწრო. შემდეგ სოფელ სათხაში გაემგზავრა, სადაც ყოველწლიურ ზეიმში “სათხას დღე” მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ბოლოს ბაქრაძე ახალგაზრდობის სახლის შენობასთან ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მან მოსახლეობის პრობლემებსა და
რეგიონში მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა.

პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ იგი ხშირად სტუმრობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს. ეს ფაქტი კი მაჟორიტარი დეპუტატების აქტიურობითა და მხარისადმი სიყვარულით დაასაბუთა.

პრიორიტეტებთან დაკავშირებით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა წავიდეს თბილისში სასწავლებლად.

სახელმწიფოს მიღწევებს შორის დავით ბაქრაძემ რეგიონში წყლისა და გაზმომარაგების საკითხების მოგვარების პროცესი დაასახელა. ისაუბრა პენსიის მოსალოდნელ მომატებასა და მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევაზე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მომავალ წელს დაიწყება სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა, რის შედეგადაც ყველა სკოლას კარგი პირობები ექნება.

დავით ბაქრაძემ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის საქმეში გაწეულ ძალისხმევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში 12 სასოფლო-სამეურნეო ცენტრი იქმნება, რომლებიც ტექნიკით იქნება აღჭურვილი. გაზაფხულზე ქვეყანამ 400 ტრაქტორი შეიძინა, შემოდგომაზე კიდევ 500 ერთეულის, ხოლო მომდევნო წლის გაზაფხულზე 500 ტრაქტორის ყიდვას გეგმავს.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძის ვიზიტი მესხეთში
დავით ბაქრაძე აწყურისა და ხიზაბავრის მოსახლეობას შეხვდა
ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობას შეხვდა[R]
დავით ბაქრაძე სხვილისში სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა
დავით გამყრელიძემ ნინოწმინდაში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
დავით ბაქრაძე ახალციხესა და ნინოწმიდაში კანდიდატებს წარადგენს
დავით ბაქრაძემ ახალციხეში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა