FM97.5 / LIVE

‘გაჭირვების გამო ბავშვი პანსიონატში ჩავაბარეთ’ – შეჭირვებული ოჯახი დახმარებას ითხოვს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 28.09.2018
ადიგენში, ერთ–ერთ სოფელში, ფინანსური პრობლემების გამო, მშობლებმა 10 წლის ბიჭი სკოლა–პანსიონში ჩააბარეს. ოჯახი სოციალურ დახმარებას არ იღებს. უფლებადამცველების თქმით კი სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ბავშვი ბიოლოგიურ მშობლებს არ დაშორდეს.

‘გაჭირვების გამო ბავშვი პანსიონატში ჩავაბარეთ’ – შეჭირვებული ოჯახი დახმარებას ითხოვს

უკვე ერთი თვეა როინი და დალი მარტო ცხოვრობენ, ცოლ–ქმარმა ერთადერთი 10 წლის შვილი სასწავლებლად ხელვაჩაურის სკოლა–პანსიონში გაგზავნა. როინი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკიდურესი გაჭირვების გამო მიიღო.

„დალის ხერხემლის სკლეროზი აქვს. ორი წელია ლოგინად არის ჩავარდნილი და მე ვუვლი, ამის გამო ვეღარც ვმუშაობ. ძალიან გვიჭირს. ყველაფერი გავაკეთეთ, თურქეთშიც მყავდა და თბილისშიც, მაგრამ ამბობენ არაფერი ეშველებაო. მარტო ვერ შევძლებდი ბავშვის მოვლასაც, რთულია კაცისთვის ამ ყველაფერის კეთება. მომვლელმა 400 ლარი მოითხოვა და ამდენის გადახდის საშუალება არ მქონდა“, – ამბობს როინი.

ოჯახის შემოსავალი დალის პენსია, 180 ლარია. როინი ამბობს, რომ ზაფხულში ბინასაც აქირავებს და წლის განმავლობაში შესაძლოა 1 000–ლარამდეც აიღოს, თუმცა ეს წამლების საყიდლადაც არ ჰყოფნით: „წინა კვირას იყვნენ ერთ–ერთი ფონდიდან და პროდუქტები მოგვიტანეს. ყველაფერი გვჭირდება. სოციალურ სააგენტოში გვითხრეს ორი სახლი გაქვთ, აქირავებთ და ამიტომ ვერ ღებულობთ დახმარებასო“.

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ბავშვის სახლიდან გამოყვანა და სკოლა–პანსიონში ჩაბარება საუკეთესო გამოსავალი არ არის: „ჩვენი სახელმწიფო დღეს ასეთ მიუღებელ არჩევანს სთავაზობს ოჯახს, ბავშვის და ბიოლოგიური მშობლების ერთმანეთთან დაშორებას. ბავშვთა სახლი არის დიდი ბოროტება, რომელიც მსოფლიომ აღიარა. იქ ცხოვრება ბავშვის ემოციურ მდგომარეობას შეუქცევადად აზიანებს. საერთოდ არ უნდა არსებობდეს და არ უნდა იყოს ალტერანტივა სახელმწიფო ზრუნვის ბავშვთა სახლის სახით“.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნულ ოჯახს ყოველთვიური შემოსავალი, დაახლოებით, 700 ლარი უფიქსირდება, ამის გამო კი მაღალი ქულა მისდით: „ერთ-ერთ წევრს აქვს ყოველთვიური სოციალური პაკეტი 180 ლარი, ხოლო მეორეს რეგულარული შემოსავალი 100 ლარის ოდენობით, ასევე, ქირის სახით ოჯახი სარგებლობს 400–ლარიანი შემოსავლით, უფიქსირდებათ მაღალი კომუნალური გადასახადები, რაც საერთო ჯამში ქმნის მაღალ სარეიტინგო ქულას“.

უწყების ინფრომაციით, ოჯახი მაშინ შემოწმდა, როცა სამი წევრი ფიქსირდებოდა, რადგან ახლა მათი 10 წლის შვილი სხვაგან ცხოვრობს, შეუძლიათ სააგენტოს ხელახლა გადამოწმების მოთხოვნით მიმართონ: „ოჯახში აღარ ცხოვრობს არასრულწლოვანი, ამ მონაცემზე დაყრდნობით ოჯახის ნებიმიერ წევრს შეუძლია ხელახლა მოგვმართოს და თავიდან გადავამოწმებთ“.

ანა აბაშიძე ფიქრობს, რომ სააგენტომ ოჯახის არა მარტო შემოსავალი, გასავალიც უნდა შეისწავლოს. ხშირ შემთხვევაში ასეთ ოჯახებს გასავალი უფრო მეტი აქვთ, ამიტომ სიდუხჭირეს თავს ვერასდროს ართმევენ: „ეს არის ზედაპირული შეფასება სოციალური სამსახურის მხრიდან. სახელმწიფომ თითოეული ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს. ამ შემთხვევაში ოჯახს ისეთი პროგრამები უნდა შესთავაზონ, რომ ოჯახი გაძლიერდეს და აღარ გახდეს საჭირო ბავშვის სახლიდან გაყვანა. ცალსახაა, რომ სახელმწიფომ ეს ვერ მოახერხა, რაც არღვევს ბავშვთა უფლებების კონვენციას და ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს“.

როინი ამბობს, რომ განსაკუთრებით რთული ზამთრის პერიოდი იქნება. ოჯახს არც ბუნებრივი აირი და არც საკმარისი შეშა აქვს: „სადაც ღუმელის მილები გადიოდა, ახლა იქ გაზი გაიყვანეს. იძულებული ვარ მეც გაზი შემოვიყვანო, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ შეჭირვებული ოჯახის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ: „ჩვენი წარმომადგენელი დღესვე მივა ოჯახში, შევისწავლით მდგომარეობას და შემდეგ გადავწყვეტთ რითი შეიძლება დავეხმაროთ“, – გვითხრა ადიგენის მერის მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რითი დაეხმარება ადიგენის მერია ოჯახს, რომელმაც ბავშვი გაჭირვების გამო პანსიონატში ჩააბარა
აბასთუმანში ჟღენტების ოჯახს დახმარება სჭირდება
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
ოჯახები სოციალური შემწეობის გარეშე

ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში