FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს შეუწყდა

მთავარისაზოგადოება 28.03.2016
ბოლო ათი თვის განმავლობაში, რეგიონში სოციალური დახმარების გარეშე 405 ოჯახი დარჩა; სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი ბენეფიციარები დახმარების აღდგენას ითხოვენ;

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთაში მცხოვრებ 45 წლის ლეილა ივანიძეს უმძიმესი დაავადების გამო ყოველთვიურად 4.605 ლარი მკურნალობისთვის სჭირდება. თუმცა, უსახსრობის გამო ხშირად წამლებს ვერ ყიდულობს. მის პრობლემებს ისიც ემატება, რომ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს.

„არაფერი მაქვს დასამალი, ლეიკემია, დიაბეტი და ცეროზი მაქვს. სისხლის გადასხმის ინსტიტუტში ვმკურნალობ და ძალიან დიდი თანხა მჭირდება. გუშინაც თბილისში ვიყავი. თვეში რამდენჯერმეა საჭირო იქ ჩასვლა, მაგრამ უფულობის გამო ვერ ვახერხებ. რადგან ფულად დახმარებას ვერ ვიღებ, რეფერალურითაც ვერ ვსარგებლობ“, – ამბობს ივანიძე.

ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მისი პენსიაა.

ლეილა ივანიძე ამბობს, რომ ოჯახში არავინ მუშაობს: „შეიძლება ამაღამ დავიძინო და ხვალ ვეღარ გავიღვიძო. ჯანმრთელობაზე, რომ აღარაფერი ვთქვა, ოჯახს რა ვაჭამო არ ვიცი. მკურნალობას რომ აფინანსებდნენ სოციალურ დახმარებას უნდა ვიღებდე, მე კი 66.000 ქულა მომივიდა“.

ივანიძეების ოჯახი ერთადერთი არ არის, ვისაც ბოლო პერიოდში სოციალური დახმარება მოუხსნეს. დახმარების აღდგენას ითხოვენ სოფელ აწყურში მცხოვრები კურტანიძეებიც.

„ძალიან გამამწარეს, არ ვიცი ვის მივმართო და ვისთან ვიჩივლო. ორი შშმ პირი მყავს სახლში საოპერაციო, ესეც კი არ გაითვალისწინეს და დახმარება მომიხსნეს, სამი თვეა არ ამიღია. რამდენიმე დღის წინ გზის ფული ძლივს ვიშოვე და ახალციხეში წავედი, რომ მიზეზი გამერკვია“, – ამბობს დავით კურტანიძე.

მსგავს ვითარებაშია, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები 56 წლის ჟუჟუნა მახათაძეც: „მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. სახლში მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ. მიღებულ ქულაზე ისე ვინერვიულე ინსულტი დამემართა. 147.000 ქულა მომივიდა. არ ვიცი რა ნახეს ჩემს სახლში ასეთი, მოდით და ნახეთ ჩემი ოჯახური მდგომარეობა და ხმის ამომღები აღარ ვარ!“

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ივანიძეების ქულა საარსებო შემწეობის ზღვარზე ოდნავ მაღალია. ლეილა ივანიძის დაავადებებმა ქულათა რაოდენობა დაწია, მაგრამ აქ სხვა ფაქტორებმა იქონიეს გავლენა: „სამი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი შვილი ჰყავს, მიწის ნაკვეთსაც ფლობენ და კომუნალური გადასახადებიც არ არის ცოტა. ამ ყველაფერმა ჯამში ქულების რაოდენობაზე გავლენა მოახდინა“.

რაც შეეხება კურტანიძეებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ მათ ორი ცალკე მცხოვრები შვილი ჰყავთ: „შვილები პოტენციურად დამხმარეებად ითვლებიან. ოჯახში შშმ პირები სოციალურ პაკეტს ანუ შშმ პენსიას 170 ლარს იღბენ, გარდა ამისა ერთი ჰექტარი მიწა და ოთხოთახიანი სახლი აქვთ. ასევე, შინამეურნეობასაც ეწევიან“.

ამავე სააგენტოს მონაცემებით 2015 წლის ივნისიდან დღემდე სამცხე–ჯავახეთში სარეიტინგო ქულის გამო, საარსებო შემწეობა 405 ოჯახს შეუწყდა. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით დახმარება 3.159 ოჯახს ერიცხება, – 10.275 პირს.

შეგახსენებთ, რომ ოჯახებს ახალი მეთოდოლოგიით 2015 წლის ივნისიდან ამოწმებენ. თუ აქამდე დახმარება 57.000 ქულაზე გაიცემოდა, ახლა ამ ციფრმა 65.000–მდე აიწია. მართალია ქულათა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, სხვაგვარად ნაწილდება თანხები, – რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო ნაკლებია დახმარების ოდენობა.

0–დან 30.000–მდე ქულის მქონე ოჯახის თითო წევრს 60 ლარი ეკუთვნის; 30.000–დან 57.000–მდე ქულის შემთხევაში – 50 ლარი გაიცემა; 57.000– დან 60.000–მდე – 40 ლარი; 60.000 – დან 65.000–მდე კი 30 ლარი; გარდა ამ თანხებისა, ყველა ამ შემთხვევაში, დამატებით 10 ლარი ერიცხება ოჯახის 16 წლამდე ასაკის წევრს.

ის ოჯახები კი რომელთა სარეიტინგო ქულა 65.000–დან 100.000–მდეა საარსებო შემწეობას ვერ იღებენ, თუმცა 10 ლარი, 16 წლამდე ასაკის წევრზე, მათაც ერიცხებათ.

სწორედ აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია ის, რომ ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი, ვინც ადრე შემწეობით სარგებლობდა, ახლა თანხას ან ვეღარ იღებს, ან შედარებით ნაკლებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს
COVID-19: რამდენ ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები
ვარხანში სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მოუხსნეს[Video]
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება

ვინ მიიღებს 600 ლარიან დახმარებას