FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ჟღენტების ოჯახს დახმარება სჭირდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.11.2019
მძიმე დიაგნოზის მქონე დალი ჟღენტს, რომელიც წლებია საწოლიდან ვერ დგება, მეუღლე უვლის. სოციალური პირობების გამო, მათი ერთადერთი შვილი ბავშვთა სახლში ცხოვრობს. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

აბასთუმანში ჟღენტების ოჯახს დახმარება სჭირდება

ჟღენტების პრობლემის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ 2018 წლის სექტემბერშიც დაწერა. დალი ჟღენტს ხერხემლის ტვინის სკლეროზი აქვს. მას დიაგნოზი ოთხი წლის წინ თურქეთში დაუსვეს. მას შემდეგ სხეულის ორგანოები ეტაპობრივად გაეთიშა. საწოლში მწოლიარე ცოლს ქმარი უვლის. როინ ჟღენტი ამბობს, რომ მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ, რადგან კომუნალური გადასახადების ხარჯი მაღალია.

„მძიმე პირობები გვაქვს, მაგრამ მაღალი ქულები მოგვივიდა. გაზის გადასახადი თვეში 100-150 ლარზე ადის და მეზობელი მეხმარება მის გადახდაში. შეშის ღუმელს ვერ ვდგამ, იმიტომ, რომ აქ ყველგან გაზის მილები გადის და არ შეიძლებაო. სხვანაირად ვერ გავთბებით“, - ამბობს როინ ჟღენტი.

მისივე თქმით, ავადმყოფს ყოველდღიურად სჭირდება მედიკამენტები და პამპერსი, რომლის შეძენაც მისთვის რთულია.

„სახლიდან გასვლა და მუშაობა არ შემიძლია, იმიტომ, რომ სულ მიხედვა სჭირდება. სულ გამოცვლა. თვითონ არაფერი შეუძლია. ზოგჯერ მეზობელი მეხმარება, წამლისთვის რომ გავდივარ“.

ჟღენტის მეზობელი სალომე მამუჭაძე ამბობს, რომ ოჯახი რთულ მდგომარეობაშია: „ორი წლის წინ გავიცანი მეც და მაშინ ხელების მოძრაობა შეეძლო დალის, თუმცა საწოლს იყო მიჯაჭვული. ახლა მხოლოდ ტვინი უმუშავებს და თავის მოძრაობა შეუძლია. ვერც მეტყველებს და ვერც ვერაფერი. ნელ-ნელა ეთიშება სხეულის ორგანოები“.

მისივე თქმით, მძიმე პირობების გამო, ოჯახმა 12 წლის შვილი ბათუმის ბავშვთა სახლში გააგზავნა. „ზაფხულობით ჩამოგვყავს ხოლმე, სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ასე გადაწყვიტეს“.

ჟღენტების პრობლემის შესახებ სალომე მამუჭაძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა და ინფორმაცია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას მიაწოდა.

დღეს, 28 ნოემბერს თვითმმართველობის წარმომადგენლები ოჯახში იმყოფებოდნენ. მერის, ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ერთი წლის განმავლობაში, კომუნალური და მედიკამენტების ხარჯებს მერია დაფარავს: „ერთი წლის განმავლობაში, ელექტოენერგიის, გაზის, მედიკამენტების, მათ შორის პამპერსის ხარჯსა და ასევე რაც დასჭირდებათ, უზრუნველყოფს მერია. ამ ეტაპზე, მივუტანეთ საკვები პროდუქტები. ასევე მერია დაუშვებს შტატს და კეთილმოწყობის სამსახურში დაასაქმებს მეუღლეს, რომ ჰქონდეთ ყოველთვიური შემოსავალი“.

თვითმმართველობის ინფორმაციით, ავადმყოფის მდგომარეობას ექიმები შეისწავლიან: „მივა სამედიცინო პერსონალი და შეისწავლის რა შეიძლება სამედიცინო თვალსაზრისით გაუკეთონ, რადგან ვერ გადაადგილდება, ვერ მიჰყავთ ექიმთან და ჭირდება ძლიერი გამაყუჩებლები“, - განმარტავენ ადიგენის მერიაში.

ჟღენტების დასახმარებლად, ქველმოქმედებისათვის თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი
GE68TB7769745064300004
საქართველო
GE79BG0000000125129000

მიმღები სალომე მამუჭაძე

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გაჭირვების გამო ბავშვი პანსიონატში ჩავაბარეთ’ – შეჭირვებული ოჯახი დახმარებას ითხოვს
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს
საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს
24 წლის გიორგი გოგილაშვილს დახმარება სჭირდება
32  წლის რუსლან ჩუტკერაშვილის დახმარება სჭირდება
82 წლის გალუსტიანზე მერია პასუხისმგებლობას სოციალურ სააგენტოს აკისრებს
ახალციხეში 23 წლის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს