FM97.5 / LIVE

რძის წარმოების განვითარებისთვის ახალციხეში ფერმერებთან შეხვედრები იმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2018
ფერმერთა ასოციაცია „ერთობის“ წარმომადგენლები ახალციხეში ფერმერებთან რძის წარმოების გაუმჯობესებისა და მეცხოველეობის განვითარების შესახებ შეხვედრებს მართავენ.

რძის წარმოების განვითარებისთვის ახალციხეში ფერმერებთან შეხვედრები იმართება

ახალციხელ ფერმერებს, ასოციაციის ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საკონსულტაციო სამსახურების და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ხვდებიან.

„ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც აწუხებთ ფერმერებს საქონლის მერძევეობის განვითარების კუთხით. ვცდილობთ გავერკვეთ რა სირთულეებს ხვდებიან ამ მიმართულებით ფერმერები და დავეხმაროთ მათ გადაჭრაში“, – ამბობს ქართულ-ფრანგული პროექტის „კავკასიური რძის“ ხელმძღვანელი ზურაბ ყულჯანიშვილი.

შეხვედრებზე ფერმერებს ნებისმიერ საკითხზე პასუხების მიღება, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან შეუძლიათ.

„5 ძროხა მყავს, სოფელ რუსთავში ვცხოვრობ. მინდა, რომ მომავალში გავზარდო ჩემი ფერმა და ეს შეხვედრა ბევრი საკითხის დაგეგმვაში დამეხმარება“, – ამბობს ფერმერი თამაზ შავაძე.

ვეტერინარულ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს ფერმერი სოფო ზაზაშვილი: „ჯანსაღი რძის წარმოება, როცა საქონელს რაიმე მედიკამენტის გაკეთბა სჭირდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრ ასეთ საკითხზე მივიღეთ დღეს პასუხი. ორი ძროხა მყავს. ბერი დეტალია რაზეც რძის წარმოების დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ".

პროექტს, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართა, ფერმერთა ასოციაცია „ერთობა“ და GBDC FERT-ი ერთობლივი პროექტის „კავკასიური რძის“ ფარგლებში ახორციელებენ. მიზანი, სამცხე–ჯავახეთში მერძევეობის განვთარების ხელშეწყობაა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფრანგეთის ელჩი ახალციხეში ქართულ–ფრანგულ პროექტს გაეცნო
‘თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, ფერმერი ვერ გაძლიერდება’ – ახალციხეში ფორუმი იმართება
სოფელ კუმისში თიბისის მხარდაჭერით რძის საწარმო აშენდა ®
ფერმერები პროდუქტის წარმოების ევროსტანდარტებს გაეცნენ
ახალციხის ციხეზე რძის ფესტივალი ‘იდეების გამოფენა’ გაიმართა
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს [R]